სხვა

22:30 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დასანანი მარცხი ლიეტუვასთან

ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში, საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი 15-21 წააგო მასპინძლებთან. ხვალ შეჯიბრებაზე დასვენებაა, ზეგ ჯგუფურ ტურნირს შვეიცარიასთან მატჩით დავასრულებთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, 10-10. საქართველო თავიდან 2-0, 3-1 დაწინაურდა, ლიეტუვა კი პირველად 21-ე წუთზე გავიდა წინ, 6-5, თუმცა, კარგად თამაშობდა მეკარე ჯიქურაშვილი, ჯგერენაიამ პირველ ნახევარში 6 გოლი გაიტანა და 10-8 ვიგებდით, მასპინძლებმა კი ტაიმის ბოლო წუთზე გაათანაბრეს ანგარიში.

გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი, როდესაც ლიტვამ ზედიზედ 6 გოლი გაიტანა - 16-10. ზუსტად ამ მონაკვეთში კი ქართველებს 6 დარტყმა გაუცუდდათ კუთხის პოზიციიდან. მიუხედავად ამისა, მოედანზე შემოსულმა მეკარე ჩავჩიძემ რამდენიმე ბურთი მოიგერია და სხვაობა შემცირდა. სირენამდე 15 წუთით ადრე ანგარიში 13-16 იყო, როდესაც შვიდმეტრიანი ვერ გავიტანეთ და ამის შემდეგ ლიეტუვას გუნდს უპირატესობა აღარ დაუთმია - 21-15. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი ზედიზედ მეორედ მიიღო ნენო ჯგერენაიამ.

ჩვენს ჯგუფში შვეიცარიამ 34-22 დაამარცხა მაკედონია და ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა. მეორე საგზურისთვის ხუთშაბათს იითამაშებენ ლიტვა და მაკედონია. მეორე ჯგუფში ორივე ნახევარფინალისტი გაირკვა: ჩეხეთი და თურქეთი პირველობისთვის იბრძოლებენ, ხოლო კოსოვო და ფარერის კუნძულები - მე-5-8 ადგილებისთვის.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019 ქალები 19

შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი

16 ივლისი. ლიეტუვა - საქართველო 21-15

ლიტ: კოსიაკაიტე, ვასილიაუსკაიტე - მარკინაიტე 5, კავალენკაიტე 4, შპონე 4, რიმკუტე 3, სადაუსკაიტე 2, დამულევიჩუტე 1, რუსეცკაიტე 1, ტოლვაისაიტე 1, ცეკუოლიტე, დაუკშაიტე, დუნკულიტე, კატილიავაიტე, მარცინკენაიტე, ვილკუტაიტე

საქ: ჯიქურაშვილი, ჩავჩიძე - ჯგერენაია 8, გოგია 3, ე. ჩხაიძე 2, იაშვილი 1, ბურკაძე 1, დვალიშვილი, გაგნიძე, ა. ჩხაიძე, კორძაია, საბაშვილი, ბჟალავა, ქებაძე, კომახიძე, ქ. ცინცაძე

მსაჯები: ჯემა, იაჰია (კოს), დელეგატები: მასიჩი (სრბ), მარეიროსი (პორ)

B ჯგუფი: შვეიცარია 4, მაკედონია 2, ლიტვა 2, საქართველო 0

16 ივლისი. შვეიცარია - მაკედონია 34-22

15 ივლისი. შვეიცარია - ლიტვა 31-21, საქართველო - მაკედონია 15-29

18 ივლისი, 18:00 შვეიცარია - საქართველო

A ჯგუფი: ჩეხეთი 4, თურქეთი 4 - ფარერები 0. კოსოვო 0

16 ივლ. ჩეხეთი - კოსოვო 32-10, თურქეთი - ფარერები 29-25

15 ივლ. ჩეხეთი - ფარერები 33-25, თურქეთი - კოსოვო 28-24

20 ივლისი: ნახევარფინალი, 21 ივლისი: ფინალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156303