სხვა

15:30 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

FINA-ს მხატვრულ ცურვაში შერეულ წყვილთა შეჯიბრების გაოლიმპიურება სურს

საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაცია (FINA) აპირებს მიმართოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC), რათა მან ოლიმპიურ დისციპლინად აღიაროს შერეულ წყვილთა შეჯიბრება მხატვრულ ცურვაში (ამ დისციპლინაში მსოფლიოს ჩემპიონატები ტარდება 2015 წლიდან).

"ყოველთვის იმის მომხრე ვართ, რომ საწყლოსნო სახეობების ოლიმპიური პროგრამა გაფართოვდეს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ ვარიანტებს, ახლა კი 2024 წლის ოლიმპიურ პროგრამაში შერეულ წყვილთა შეჯიბრების რეკომენდაციაზე ვმუშაობთ," - განაცხადა FINA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კორნელ მარკულესკუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111756