ფეხბურთი

14:31 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ნეიმარისთვის პსჟ-ს წინადადება გაუმზადა

კატალონიის „ბარსელონაში“ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი არ წყდება. Bild-ის ცნობით, ესპანური გრანდი ბრაზილიელისთვის პსჟ-ს წინადადებას უმზადებს.

როგორც გერმანული გამოცემა წერს, „ბარსა“ მზადაა სამხრეთ ამერიკელი შემტევის დასაბრუნებლად 130 მილიონი ევრო გაიღოს და ფეხბურთელიც დაამატოს. პსჟ-ს უფლება ექნება ფილიპე კოუტინიოს, უსმან დემბელესა და ნელსონ სემედუს შორის არჩევანი გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნების სურვილს კარგა ხანია გამოთქვამს. ბრაზილიელი „კამპ ნოუზე“ 2013-2017 წლებში თამაშობდა, რის შემდგომაც სარეკორდო თანხად (222 მილიონი ევრო) „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111889