კალათბურთი

16:47 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

LIVE – ევროპის U20 ჩემპიონატი (B დივიზიონი), 21:15 საათი: ჰოლანდია – საქართველო

დღეს იწყება ევროპის 20-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშება. ტურნირის მონაწილე 21 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები ერთადერთ 6-გუნდიან ჯგუფში მოხვდა:

A ჯგუფი: უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ბელარუსი, რუსეთი
B ჯგუფი:
ჩეხეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი
C ჯგუფი:
შვედეთი, კოსოვო, ჰოლანდია, საქართველო, სომხეთი, ესტონეთი
D ჯგუფი:
პორტუგალია, ლუქსემბურგი, ბელგია, ჩრდილო მაკედონია, სლოვაკეთი

გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას საუკეთესო სამეულში მოსახვედრად განაგრძობს. სწორედ 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს. ჯგუფიდან ვერგასული გუნდები 9-21 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპში გააგრძელებენ ასპარეზობას.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137482