სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

9:45 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესამედ ისტორიაში - სამი გამარჯვება ერთ ეტაპზე
2004 წლის 14-15 ივლისი, 2011 წლის 21 ივლისი და 2019 წლის 10-11 ივლისი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა და ევროპა ლიგების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარი გავლილია. ქართული კლუბების გამოსვლა კი მეტად წარმატებული გამოდგა და ამას ფაქტები მოწმობენ.

4 ქართული გუნდიდან სამმა გამარჯვება მოიპოვა, ერთი - დამარცხდა. ქართული გუნდების საერთო მონაგარი 11 გოლია, ხოლო საკუთარ კარში ოდენ 2 ბურთი მიიღეს. ნიშანდობლივია, რომ სამივე გამარჯვებულს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ ხმამაღალი განცხადება აქვთ გაკეთებული, ხოლო დამარცხებული „ტორპედო“ შანსს ინარჩუნებს. მართალია, ქუთათურთა ყაზახური თამაშიდან და ზოგადად, რეალობიდან გამომდინარე ეს შანსი არც ისე დიდია, მაგრამ ფურცელზე ასეა - 0:1 აღმოუფხვრელი ჩამორჩენა საკუთარ მოედანზე ნამდვილად არაა.

მოდით შედეგებს გადავავლოთ თვალი და მერე, მთავარ სათქმელზე:

„შერიფი“ – „საბურთალო“ 0:3 (ჩემპიონთა ლიგა, I საკვალიფიკაციო, 10 ივლისი)

„დინამო“ – „ენგორდანი“ 6:0 (ევროპა ლიგა, I საკვალიფიკაციო, 11 ივლისი)

„ფოლა ეში“ – „ჩიხურა“ 1:2 (ევროპა ლიგა, I საკვალიფიკაციო, 11 ივლისი)

„ორდაბასი“ – „ტორპედო“ 1:0 (ევროპა ლიგა, I საკვალიფიკაციო, 11 ივლისი)

ბუნებრივია, ქართული საკლუბო ფეხბურთი განებივრებული არაა ევროთასებზე ერთ ეტაპზე, 24 საათიან ინტერვალში სამ გამარჯვებასთან. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ევროპულ მონაგარ თუ გადავხედავთ, მსგავსი შედეგი ორჯერ დაფიქსირდა: 2004-2005 და 2011-2012 წლების სეზონში.

2004 წლის 14-15 ივლისს, ევროთასებზე სამი ქართული გუნდი გავიდა მოედანზე და სამივემ გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ ფარერების „ჰბ ტორსავნი“ ვლადიმერ გოჩაშვილის, ოთარ მარცვალაძის, დავით დიღმელაშვილის, ალექსანდრე ინწკირველისა და ირაკლი ებანოიძის გოლებით 5:0 გააცამტვერა.

ერთი დღის თავზე კი, 15 ივლისს, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამომ“ ბორისოვში „ბატეს“ ორბურთიანი ჩამორჩენა „ამოუქაჩა“ მიხეილ კაკალაძის, ბორის გონჩაროვისა და სეზარ რომეროს გოლებით და 3:2 მოიგო. იმავე ტურნირზე, იმავე დღეს თბილისის „თბილისმა“ აზერბაიჯანული „შამქირი“ საკუთარ მოედანზე გიორგი ჭელიძის ერთადერთი გოლით დაამარცხა. სამი გამარჯვება, 9 გატანილი და ორი გაშვებული გოლი. ცნობისთვის, შემდეგ ეტაპზე გასვლა სამივე მათგანმა მოახერხა, ხოლო ის სეზონი დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა - „დინამო“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ეს დღემდე უნიკალური მიღწევაა ჩვენი კლუბებისთვის.

2011 წლის 21 ივლისიც უხვმოსავლიანი გამოდგა. უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამომ“ უელსური „ლანელი“ თბილისში გაანადგურა ჩისკოს დუბლით, ალბერტ იაგუეს, რობერტინიოსა და კარლეს კოტოს გოლებით - 5:0. სხვათა შორის, ერთი კვირით ადრე „დინამოს“ უელსში 1:2 ჰქონდა წაგებული და ეს გამარჯვება ორმაგ მნიშვნელოვანი იყო - თბილისელები მომდევნო ეტაპზე გავიდნენ (მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე).

იმავე დღეს, იმავე ტურნირზე და იმავე ეტაპზე, რუსთავის „მეტალურგმა“ პავლოდარის „ირტიშს“ ირაკლი ქობალიასა და ალექსანდრე კვახაძის გოლებით 2:0 მოუგო და ვინაიდან პირველი თამაში საქართელოში ფრედ (1:1) დასრულებულიყო, შემდეგ ეტაპზე გავიდა.

იმ დღესვე, უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი შეხვედრა წარმატებით დაასრულა „გაგრამაც“. ქართული გუნდი ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ ჩინებული თამაშით გამოირჩა და 2:0 დაამარცხა. გოლები გიორგი გაბედავამ და გიორგი ტყეშელაშვილმა პირველივე ტაიმში გაიტანეს. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში „გაგრამ“ კვიპროსელთა კარი ვერ აიღო. სამწუხაროდ იმიტომ, რომ პირველი თამაში „ანორთოსისს“ 3:0 ჰქონდა მოგებული და „გაგრა“ ძალიან ახლოს იყო ისტორიულ ქამ-ბექთან“, თუმცა გათამაშებას ღირსეულად გამოეთიშა.

სხვათა შორის, ის სეზონიც შედარებით წარმატებული გამოდგა ქართული გუნდებისთვის. თავად განსაჯეთ, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე „ზესტაფონსა“ და „დინამოს“ ერთადერთი ნაბიჯი დააკლდათ. იმერული გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე „შტურმთან“ დასანანად დამარცხდა (1:1, 0:1), ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბელგიურ „ბრიუგეს“ გაეჯიბრა და ბრძოლა გაუმართა (3:3, 0:2). კიდევ უფრო ახლოს იყო ნანატრ წარმატებასთან „დინამო“, რომელმაც სამი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში ათენის აეკ-ს ტოლ-სწორად ეპაექრა: ათენში 0:1 წაგების შემდეგ (87-ე წუთზე გაშვებული გოლით), „დინამო არენაზე“ მასპინძლები პირველივე წუთზე დაწინაურდნენ ალექსანდრე კოშკაძის გოლით და შეხვედრის ძირითადი დროც ასე დასრულდა. დამატებით დროში კი, 111-ე წუთზე „დინამომ“ პენალტი გაუშვა და ჯგუფურ ეტაპის კარი დრამატულად ჩაეკეტა.

ამავე სეზონში არც რუსთავის „მეტალურგის“ გარჯა უნდა დავივიწყოთ, რომელმაც ორი ეტაპი გადალახა („ბანანცი“ და „ირტიში“) და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უბრალოდ გაცილებით მაღალი დონის გუნდთან, ფრანგულ „რენთან“ ვერაფერი გააწყო.

ახლა კი, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ჯერ საპასუხო მატჩებს და მერე საბოლოო შედეგებს - საინტერესოა ამჯერად რა იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთის მაქსიმუმი ევროპულ სცენაზე...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.178547
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X