გორის „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ მცველი ალეფ სანტოსი გაიფორმა. როგორც გორული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ბრაზილიელთან 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
ალეფ სანტოსი „დინამოს“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და მხოლოდ 6 შეხვედრაში ითამაშა.
ახლა კი, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გორის „დილას“ ღირსებას დაიცავს.