სხვა

22:00 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოზანა-2020-ის ოლიმპიურ ცეცხლს ეკოლოგიურად სუფთა საწვავით უზრუნველყოფენ

პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ლოზანის ზამთრის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფიალაში დანთებული ცეცხლისთვის გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა საწვავი.

9 იანვარს ათენში დანთებულ ცეცხლს ლოზანა-2020-ის გახსნის ცერემონიაზე ჩაიტანენ, სადაც მაყურებელი ნახავს ახალგაზრდა შვეიცარიელი მეცნიერების მიერ შემუშავებულ ინოვაციურ გამოგონებას.

ინჟინერთა გუნდმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც ოლიმპიურ ცეცხლს 24-საათიანი ავტონომიური რეჟიმით უზრუნველყოფს. ერთადერთი, რაც ამისთვის უნდა გაკეთდეს, ეს დღეში ერთხელ საგანგებოდ შერჩეული მერქნის გრანულების ფიალაში ჩამატება იქნება.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სიმბოლოს დიზაინი შეიმუშავეს ლოზანის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. პროექტის ინჟინერულ შემადგენელზე იზრუნეს ტექნიკური ინსტიტუტების - C-For და ECAL-ის წარმომადგენლებმა.

ოლიმპიური ცეცხლის ფიალის საბოლოო დიზაინი თამაშების გახსნამდე საიდუმლოდ დარჩება.

www.geonoc.org.ge

Loading...
0.118271