სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ კონმებოლმა ლიონელ მესის ბრალდების შემდეგ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა ორგანიზაციის წევრების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.
არგენტინის და ჩილეს მატჩის დროს 37-ე წუთზე გარი მედელსა და ლიონელ მესის შორის შელაპარაკება მოხდა, მსაჯმა კი ორივე გააძევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლიონელ მესიმ ბრინჯაოს მედლის მიღებაზე უარი განაცხადა და კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა, რაზეც ორგანიზაციამ შემდეგნაირად უპასუხა:
"ფეხბურთში ხან წააგებ, ხან მოიგებ და ფეირ პლეის მთავარი დანიშნულებაა შედეგი გაგებით და პატივისცემით მიიღო. იგივე ხდება მსაჯების გადაწყვეტილების მიღების დროსაც. მიუღებელია ტურნირზე მომხდარი ინციდენტების გამო ბრალი დაგვდონ და კოპა ამერიკის პატიოსნება ეჭვქვეშ დააყენონ.
მსგავსი ბრალდებები გამოხატავს უპატივცემულობას ტურნირზე მონაწილე ყველა ფეხბურთელის და კონმებოლის ასობით პროფესიონალი თანამშრომლის მიმართ, რომლებიც 2016 წლიდან დაუღალავად და ღიად შრომობენ, რათა სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთი განვითარდეს." - ნათქვამია განცხადებაში.