ისტორია

10:02 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

7 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორაში

2012 - სერენა უილიამსმა უიმბლდონზე ერთბაშად 2 ტიტული მოიპოვა. მან ჯერ ერთეულთა თანრიგის ფინალში პოლონელ აგნეშკა რადვანსკას 6:1, 5:7, 6:2 მოუგო, შემდეგ კი ქალთა წყვილებში, უფროს და ვინუსთან ერთად, ჩეხები, ანდრეა ჰლავაჩკოვა-ლუსი ჰრადეცკას ტანდემს 7:5, 6:3 სძლია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1911 - უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, ჩემბერსმა ბუტბი 6:0, 6:0 დაამარცხა და ტურნირის რიგით 28-ე გამარჯვებული გახდა.

1923 - უიმბლდონის მამაკაცთა შეჯიბრების ფინალში, უილიამ ჯონსტონმა ჰანტერი 6:0, 6:3, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 43-ე გამარჯვებული გახდა.

1925 - დასრულდა პირველი სამხრეთამერიკული კლუბის ტურნე ევროპაში. ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსი” ხუთი თვის განმავლობაში სტუმრობდა ევროპას და გერმანიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში 19 მატჩი ჩაატარა. არგენტინელებმა ამ შეხვედრებიდან 15 მოიგეს და მხოლოდ სამში დამარცხდნენ. სამშობლოში ისინი გემით, მარსელიდან გაემგზავრნენ და არგენტინაში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, “ოლიმპიკს” იოლად სძლიეს.

1928 - უიმბლდონის ქალთა შეჯიბრების ფინალში, ელენ მუდმა დე ალვერესი 6:2, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 52-ე გამარჯვებული გახდა.

1939 - უიმბლდონის ქალთა შეჯიბრების ფინალში, ალის მარბლემ ქეი სტემერსი 6:2, 6:0 დაამარცხა და ტურნირის რიგით 41-ე გამარჯვებული გახდა.

1950 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ბაჯ პეტიმ სეჯმენი 6:1, 8:10, 6:2, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 64-ე გამარჯვებული გახდა.

1961 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ავსტრალიელმა როდ ლეივერმა ჩაკ მაკინლი 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 75-ე გამარჯვებული გახდა.

1962 - უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, კარენ სუსმანმა ვერა სუხოვა 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 69-ე გამარჯვებული გახდა.

1967 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯონ ნიუკომბმა ბანგერტი 6:3, 6:1, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 81-ე გამარჯვებული გახდა.

1973 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჩეხმა იან კოდეშმა ალექსანდრე მეტრეველი 6:1, 9:8, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 87-ე გამარჯვებული გახდა.

1973 - კანადელმა მძლეოსანმა ქალმა გლენდა მილერმა, ერთ მილზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:34,9).

1974 - მსოფლიოს მე-10 ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა). ფინალი: გფრ-ჰოლანდია 2:1. გოლები იოჰან ნეესკენსმა (ჰოლანდია), პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა (გფრ) გაიტანეს. მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” თამაშს 75 200 მაყურებელი დაესწრო. გფრ (ნაკრებს ჰელმუტ შიონი წვრთნიდა): მაიერი, ფოგთსი, ბრაიტნერი, შვარცენბეკი, ბეკენბაუერი, ბონჰოფი, ჰიონესი, ჰელცენბაინი, მიულერი, ოვერატი, გრაბოვსკი. ჰოლანდია (ნაკრებს რინუს მიხელსი წვრთნიდა): იონგბლადი, სურბაიერი, რიისბერგენი (დე იონგი), ჰაანი, კროლი, იანსენი, ნეესკენსი, ვან ჰანეგემი, რეპი, კრუიფი, რენსენბრინკი (რენე ვან დერ კერკჰოფი). შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ტეილორი სჯიდა.

1974 - გერდ მიულერმა, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე მე-14 გოლი გაიტანა, რითაც ფრანგი ჟუსტ ფონტენის რეკორდი (13 გოლი) გააუმჯობესა. მიულერმა 14 გოლი მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე (1970, 1974 წლებში) გაიტანა, ფონტენმა კი, საკუთარი მიღწევა 1958 წლის მუნდიალზე დაამყარა. უკვე 2006 წლის მსოფლიოს პირველობაზე, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, ბრაზილიელმა რონალდომ მიულერის მიღწევაც გააუმჯობესა და თავის ანგარიშზე მე-15 გატანილი გოლი ჩაიწერა (1998, 2002, 2006 წლების მუნდიალებზე).

1980 - ლარი ჰოლმსმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, სკოტ ლედუქსი მე-7 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1982 - ინგლისელმა მძლეოსანმა დევიდ მურკროფტმა, 5 000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (13:00,41).

1990 - ლეგენდარულმა ველომრბოლელმა გრეგ ლემონდმა, მესამედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”.

1990 - უიმბლდონის ქალთა შეჯიბრების ფინალში, მარტინა ნავრატილოვამ ამერიკელი ზინა გარისონი 6:4, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 97-ე გამარჯვებული გახდა.

1996 - უიმბლდონის მამაკაცთა შეჯიბრების ფინალში, რიჰარდ კრაიჩეკმა ვაშინგტონი 6:3, 6:4, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 110-ე გამარჯვებული გახდა.

1998 - მსოფლიოს მე-16 ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ნახევარფინალი: ბრაზილია-ჰოლანდია 1:1. გოლები რონალდომ და კლუივერტმა გაიტანეს. პენალტებით ბრაზილიამ 4:2 მოიგო. მატჩი მარსელის “ველოდრომზე” ჩატარდა და მას 54 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2005 - პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა “ტურ დე ფრანსის” მე-6 ეტაპი, ამერიკელმა ლენს არმსტრონგმა მოიგო და ლიდერის მაისური მოირგო. საბოლოოდ, არსმტრონგმა მეშვიდედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”.

2005 - ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ და პროფესიონალ მოთამაშეთა ასოციაციამ, ერთდროულად უარყვეს “ლოს ანჯელეს თაიმზში” გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ამ ორ ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმებისა და ლოკაუტის თავიდან აცილების თაობაზე.

2005 - იტალიის ქალაქ ლინიანოში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველოსფეხბურთელთა ნაკრებმა ფინალში მასპინძელთა გუნდი 2:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ორივე გოლირატი წინამძღვრიშვილმა გაიტანა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კი გუნდურჩათვლაში მე-4ადგილი დაიკავა.

2006 - ბრაზილიელი მცველი რობერტო კარლოსი, თურქული “ფენერბახჩეს” მოთამაშე გახდა.

2007 - უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, ამერიკელმა ვინუს უილიამსმა ფრანგი მარიონ ბარტოლი 6:4, 6:1 დაამარცხა.

2011 - ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში რუსთავის “მეტალურგმა” ერევნის “ბანანცთან” 1:1 ითამაშა (პირველი მატჩი ქართველებმა 1:0 მოიგეს), ხოლო თბილისის “დინამომ” მოლდოვაში “მილსამის” 3:1 სძლია (თბილისში “დინამოს” 2:0 ჰქონდა მოგებული). ორივე ქართული გუნდი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

2012 - სერენა უილიამსმა უიმბლდონზე ერთბაშად 2 ტიტული მოიპოვა. მან ჯერ ერთეულთა თანრიგის ფინალში პოლონელ აგნეშკა რადვანსკას 6:1, 5:7, 6:2 მოუგო, შემდეგ კი ქალთა წყვილებში, უფროს და ვინუსთან ერთად, ჩეხები, ანდრეა ჰლავაჩკოვა-ლუსი ჰრადეცკას ტანდემს 7:5, 6:3 სძლია.

ამ დღეს დაიბადნენ

1921 - ეზარდ ჩარლზი. ამერიკელი სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალი მოკრივე. 1949-51 წლებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

1929 - ანტონიო კარბახალი. მექსიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და გოლკიპერი. მსოფლიოს 5 ჩემპიონატის მონაწილე (1950, 1954, 1958, 1962, 1966). ლონდონის 1948 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

1933 - მიურეი ჰოლბერგი. ახალი ზელანდიელი მძლეოსანი. 5 კილომეტრზე რბენაში მოიგო რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშები.

1944 - იურგენ გრაბოვსკი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე (შემტევი ნახევარმცველი). 1972 წლის ევროპის ჩემპიონი. 1974 წლის მუნდიალის გამარჯვებული. ამ ტიტულის მოპოვება მის დაბადების დღეს დაემთხვა. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მაინის ფრანკფურტის “აინტრახტში”. 1980 წელს მოიპოვა უეფას თასი. ევროტურნირებზე ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. 1974 და 1975 წლებში ფლობდა გერმანიის თასს.

1946 - ჯიმ დეი. კანადელი მშვილდოსანი. მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1955 - სერგეი პეტრენკო. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ნახევარმცველი. 1976 წელს ახალგაზრდათა შორის ევროპის ჩემპიონი. იმავე წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (გაზაფხულის პირველობა). საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 276 მატჩი, გაიტანა 23 გოლი. 2002-06 წლებში წვრთნიდა “ტორპედოს”.

1958 - მაიკლ მარქსი. ამერიკელი მოფარიკავე. ოთხი ოლიმპიადის მონაწილე (1984, 1988, 1992, 1996).

1968 - ლუიზა ნოსკოვა. რუსი ბიატლონისტი. 1994 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1972 - ლიზა ლესლი. ამერიკელი კალათბურთელი ქალი. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის გამარჯვებული.

1978 - კრის ანდერსონი. “ნიუ ორლეან ჰორნეთსის”, “დენვერ ნაგითსის” ფორვარდი (208 სმ).

1980 - მიშელ კვანი. ამერიკელი ფიგურისტი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი. მსოფლიოს ჩემპიონი.

1980 - შაჰან გორდონი. ისრაელის კალათბურთელთა ნაკრების მეფარე (207 სმ).

2012 - სერენა უილიამსმა უიმბლდონზე ერთბაშად 2 ტიტული მოიპოვა. მან ჯერ ერთეულთა თანრიგის ფინალში პოლონელ აგნეშკა რადვანსკას 6:1, 5:7, 6:2 მოუგო, შემდეგ კი ქალთა წყვილებში, უფროს და ვინუსთან ერთად, ჩეხები, ანდრეა ჰლავაჩკოვა-ლუსი ჰრადეცკას ტანდემს 7:5, 6:3 სძლია. მნიშვნელოვანი ფაქტები 1911 - უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, ჩემბერსმა ბუტბი 6:0, 6:0 დაამარცხა და ტურნირის რიგით 28-ე გამარჯვებული გახდა. 1923 - უიმბლდონის მამაკაცთა შეჯიბრების ფინალში, უილიამ ჯონსტონმა ჰანტერი 6:0, 6:3, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 43-ე გამარჯვებული გახდა. 1925 - დასრულდა პირველი სამხრეთამერიკული კლუბის ტურნე ევროპაში. ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსი” ხუთი თვის განმავლობაში სტუმრობდა ევროპას და გერმანიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში 19 მატჩი ჩაატარა. არგენტინელებმა ამ შეხვედრებიდან 15 მოიგეს და მხოლოდ სამში დამარცხდნენ. სამშობლოში ისინი გემით, მარსელიდან გაემგზავრნენ და არგენტინაში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, “ოლიმპიკს” იოლად სძლიეს. 1928 - უიმბლდონის ქალთა შეჯიბრების ფინალში, ელენ მუდმა დე ალვერესი 6:2, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 52-ე გამარჯვებული გახდა. 1939 - უიმბლდონის ქალთა შეჯიბრების ფინალში, ალის მარბლემ ქეი სტემერსი 6:2, 6:0 დაამარცხა და ტურნირის რიგით 41-ე გამარჯვებული გახდა. 1950 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ბაჯ პეტიმ სეჯმენი 6:1, 8:10, 6:2, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 64-ე გამარჯვებული გახდა. 1961 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ავსტრალიელმა როდ ლეივერმა ჩაკ მაკინლი 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 75-ე გამარჯვებული გახდა. 1962 - უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, კარენ სუსმანმა ვერა სუხოვა 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 69-ე გამარჯვებული გახდა. 1967 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯონ ნიუკომბმა ბანგერტი 6:3, 6:1, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 81-ე გამარჯვებული გახდა. 1973 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჩეხმა იან კოდეშმა ალექსანდრე მეტრეველი 6:1, 9:8, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 87-ე გამარჯვებული გახდა. 1973 - კანადელმა მძლეოსანმა ქალმა გლენდა მილერმა, ერთ მილზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:34,9). 1974 - მსოფლიოს მე-10 ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა). ფინალი: გფრ-ჰოლანდია 2:1. გოლები იოჰან ნეესკენსმა (ჰოლანდია), პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა (გფრ) გაიტანეს. მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” თამაშს 75 200 მაყურებელი დაესწრო. გფრ (ნაკრებს ჰელმუტ შიონი წვრთნიდა): მაიერი, ფოგთსი, ბრაიტნერი, შვარცენბეკი, ბეკენბაუერი, ბონჰოფი, ჰიონესი, ჰელცენბაინი, მიულერი, ოვერატი, გრაბოვსკი. ჰოლანდია (ნაკრებს რინუს მიხელსი წვრთნიდა): იონგბლადი, სურბაიერი, რიისბერგენი (დე იონგი), ჰაანი, კროლი, იანსენი, ნეესკენსი, ვან ჰანეგემი, რეპი, კრუიფი, რენსენბრინკი (რენე ვან დერ კერკჰოფი). შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ტეილორი სჯიდა. 1974 - გერდ მიულერმა, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე მე-14 გოლი გაიტანა, რითაც ფრანგი ჟუსტ ფონტენის რეკორდი (13 გოლი) გააუმჯობესა. მიულერმა 14 გოლი მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე (1970, 1974 წლებში) გაიტანა, ფონტენმა კი, საკუთარი მიღწევა 1958 წლის მუნდიალზე დაამყარა. უკვე 2006 წლის მსოფლიოს პირველობაზე, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, ბრაზილიელმა რონალდომ მიულერის მიღწევაც გააუმჯობესა და თავის ანგარიშზე მე-15 გატანილი გოლი ჩაიწერა (1998, 2002, 2006 წლების მუნდიალებზე). 1980 - ლარი ჰოლმსმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, სკოტ ლედუქსი მე-7 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1982 - ინგლისელმა მძლეოსანმა დევიდ მურკროფტმა, 5 000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (13:00,41). 1990 - ლეგენდარულმა ველომრბოლელმა გრეგ ლემონდმა, მესამედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”. 1990 - უიმბლდონის ქალთა შეჯიბრების ფინალში, მარტინა ნავრატილოვამ ამერიკელი ზინა გარისონი 6:4, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 97-ე გამარჯვებული გახდა. 1996 - უიმბლდონის მამაკაცთა შეჯიბრების ფინალში, რიჰარდ კრაიჩეკმა ვაშინგტონი 6:3, 6:4, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 110-ე გამარჯვებული გახდა. 1998 - მსოფლიოს მე-16 ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ნახევარფინალი: ბრაზილია-ჰოლანდია 1:1. გოლები რონალდომ და კლუივერტმა გაიტანეს. პენალტებით ბრაზილიამ 4:2 მოიგო. მატჩი მარსელის “ველოდრომზე” ჩატარდა და მას 54 ათასი მაყურებელი დაესწრო. 2005 - პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა “ტურ დე ფრანსის” მე-6 ეტაპი, ამერიკელმა ლენს არმსტრონგმა მოიგო და ლიდერის მაისური მოირგო. საბოლოოდ, არსმტრონგმა მეშვიდედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”. 2005 - ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ და პროფესიონალ მოთამაშეთა ასოციაციამ, ერთდროულად უარყვეს “ლოს ანჯელეს თაიმზში” გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ამ ორ ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმებისა და ლოკაუტის თავიდან აცილების თაობაზე. 2005 - იტალიის ქალაქ ლინიანოში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველოსფეხბურთელთა ნაკრებმა ფინალში მასპინძელთა გუნდი 2:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ორივე გოლირატი წინამძღვრიშვილმა გაიტანა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კი გუნდურ ჩათვლაში მე-4ადგილი დაიკავა. 2006 - ბრაზილიელი მცველი რობერტო კარლოსი, თურქული “ფენერბახჩეს” მოთამაშე გახდა. 2007 - უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, ამერიკელმა ვინუს უილიამსმა ფრანგი მარიონ ბარტოლი 6:4, 6:1 დაამარცხა. 2011 - ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში რუსთავის “მეტალურგმა” ერევნის “ბანანცთან” 1:1 ითამაშა (პირველი მატჩი ქართველებმა 1:0 მოიგეს), ხოლო თბილისის “დინამომ” მოლდოვაში “მილსამის” 3:1 სძლია (თბილისში “დინამოს” 2:0 ჰქონდა მოგებული). ორივე ქართული გუნდი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. 2012 - სერენა უილიამსმა უიმბლდონზე ერთბაშად 2 ტიტული მოიპოვა. მან ჯერ ერთეულთა თანრიგის ფინალში პოლონელ აგნეშკა რადვანსკას 6:1, 5:7, 6:2 მოუგო, შემდეგ კი ქალთა წყვილებში, უფროს და ვინუსთან ერთად, ჩეხები, ანდრეა ჰლავაჩკოვა-ლუსი ჰრადეცკას ტანდემს 7:5, 6:3 სძლია. ამ დღეს დაიბადნენ 1921 - ეზარდ ჩარლზი. ამერიკელი სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალი მოკრივე. 1949-51 წლებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა. 1929 - ანტონიო კარბახალი. მექსიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და გოლკიპერი. მსოფლიოს 5 ჩემპიონატის მონაწილე (1950, 1954, 1958, 1962, 1966). ლონდონის 1948 წლის ოლიმპიადის მონაწილე. 1933 - მიურეი ჰოლბერგი. ახალი ზელანდიელი მძლეოსანი. 5 კილომეტრზე რბენაში მოიგო რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშები. 1944 - იურგენ გრაბოვსკი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე (შემტევი ნახევარმცველი). 1972 წლის ევროპის ჩემპიონი. 1974 წლის მუნდიალის გამარჯვებული. ამ ტიტულის მოპოვება მის დაბადების დღეს დაემთხვა. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მაინის ფრანკფურტის “აინტრახტში”. 1980 წელს მოიპოვა უეფას თასი. ევროტურნირებზე ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. 1974 და 1975 წლებში ფლობდა გერმანიის თასს. 1946 - ჯიმ დეი. კანადელი მშვილდოსანი. მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1955 - სერგეი პეტრენკო. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ნახევარმცველი. 1976 წელს ახალგაზრდათა შორის ევროპის ჩემპიონი. იმავე წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (გაზაფხულის პირველობა). საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 276 მატჩი, გაიტანა 23 გოლი. 2002-06 წლებში წვრთნიდა “ტორპედოს”. 1958 - მაიკლ მარქსი. ამერიკელი მოფარიკავე. ოთხი ოლიმპიადის მონაწილე (1984, 1988, 1992, 1996). 1968 - ლუიზა ნოსკოვა. რუსი ბიატლონისტი. 1994 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1972 - ლიზა ლესლი. ამერიკელი კალათბურთელი ქალი. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის გამარჯვებული. 1978 - კრის ანდერსონი. “ნიუ ორლეან ჰორნეთსის”, “დენვერ ნაგითსის” ფორვარდი (208 სმ). 1980 - მიშელ კვანი. ამერიკელი ფიგურისტი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი. მსოფლიოს ჩემპიონი. 1980 - შაჰან გორდონი. ისრაელის კალათბურთელთა ნაკრების მეფარე (207 სმ).

Loading...
0.116881