ფეხბურთი

19:27 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ პოლონელი მეკარე გაიფორმა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ პოლონელი მეკარე მარჩინ ბულკა დაიმატა. პარიზელების ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

პოლონელი კარის დარაჯი პსჟ-ს ლონდონის „ჩელსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

19 წლის ბულკა „ჩელსის“ აკადემიაში 2016 წლიდან ირიცხებოდა, მაგრამ მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია. გასულ სეზონში ახალგაზრდულ გუნდში მხოლდო 5 თამაში ჩაატარა და კარი მშრალად ერთხელ შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122904