ფეხბურთი

17:41 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქვიშის ფეხბურთი: საქართველოს ზედიზედ მეორე გამარჯვება (+VIDEO)

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის ევროპა ლიგის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეორე თამაში მოიგო.

B დივიზიონის პირველი ჯგუფის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა და 6:3 დაამარცხა. გოლები ხვიჩა მახარაძემ, გოჩა მახარაძემ, შამილაძემ, ქოქოლაძემ გაიტანეს, ხოლო ივანიაძემ დუბლი გაიფორმა.

აქვე გეტყვით, რომ პირველ ტურში საქართველომ ბულგარეთი 4:3 დაამარცხა, შედეგად ჯგუფში 6 ქულით ლიდერია. მესამე ტურში კი ჩვენი მეტოქე დანია იქნება დ ეს მატჩი 7 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107936