ფეხბურთი

0:00 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქვიშის საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა (+VIDEO)

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშებამ აიღო სტარტი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

B დივიზიონის I ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა და 4:3 დაამარცხა.

გოლები დავითაძემ, თოდაძემ, ქოქოლაძემ და შამილაძემ გაიტანეს. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ნორვეგიამ დანია 4:1 დაამარცხა.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ნორვეგიას 6 ივლისს დაუპირისპირდება.

0.111945