"რეალის" ბრაზილიელი მცველი მარსელო კლუბს ტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით, მარსელომ კლუბიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, რასაც გუნდის თავკაცებიც დაეთანხმდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მარსელო კარიერას ამ ოთხი გუნდიდან ერთ-ერთში გააგრძელებს, - "იუვენტუსი", პსჟ, "არსენალი", "მილანი".
ბრაზილიელი "სამეფო კლუბში" 2006 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად 20 ტიტული მოიგო. მარსელომ "რეალის" მაისურით 486 შეხვედრა ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.