ფეხბურთი

12:20 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლამპარდი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელია

ლონდონის „ჩელსიმ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფრენკ ლამპრდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. გასულ სეზონში 41 წლის სპეციალისტი ჩემპიონშიფის „დერბი ქაუნთიში“ მუშაობდა.

ხელშეკრულება სამწლიანია. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ ფრენკის ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონი ევრო იქნება. დაახლოებით ამდენივე „ჩელსიმ’“„დერბის“ უნდა გადაუხადოს, კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის გამო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110478