ფეხბურთი

0:29 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ატლეტიკომ" ჟოაო ფელიში სარეკორდო თანხად შეიძინა

ლისაბონის „ბენფიკას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჟოაო ფელიში კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. ესპანური გუნდის ვებგვერდმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

თინეიჯერმა პორტუგალიელმა „როხიბლანკოსთან“ 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ფელიში მადრიდელთა ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს, რომელიც აქამდე ანტუან გრიზმანის საკუთრებაში გახლდათ.

„ატლეტიკომ“ „ბენფიკას“ 126 მილიონი ევრო გადაუხადა და ფელიში კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

19 წლის პორტუგალიელმა გასულ სეზონში „ბენფიკას“ ღირსება 42-ჯერ დაიცვა და 20 გოლის გატანა მოახერხა.

0.110818