სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:24 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეშვიდე და ლიდერის პოზიცია - "დინამო თბილისი" სათავეშია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა. 21-ე ტურის მთავარი მატჩი თბილისში, ორ „დინამოს“ შორის გაიმართა და მოლოდინი გაამართლა. მატჩამდე მოცემულობა ასეთი იყო - გამარჯვებული გალიდერდებოდა, ხოლო ფრე სიტუაციას უცვლელს დატოვებდა.

თამაში კი სწრაფი გოლით დაიწყო და „დინამო თბილისი“ უკვე მეოთხე წუთზე წინ იყო. გოლი სტანდარტს მოჰყვა, საჯარიმოში ჩაწოდებულს ლევან კუტალია გამოეხმაურა და დაარტყა, მაგრამ მიხეილ ალავიძემ აჯობა. მიუხედავად ამისა, ეპიზოდი გოლით დასრულდა - გიორგი პაპავა დასწრებაზე ჩინებულად გაისარჯა და ანგარიში გახსნა.

ბათუმის „დინამოს“ დიდი დრო არ დასჭირვებია წონასწორობის აღსადგენად. 26-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ხოსე პერალესს ახლო კუთხეში გაუტანა - 1:1. შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, მაგრამ ხან შემტევები სცოდავნდნენ, ხან მეკარები ირჯებოდნენ მაღალ დონეზე.

პერალესმა და ალავიძემ არაერთხელ იხსნეს საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან და საყაიმო ანგარიში 82-ე წუთამდე შენარჩუნდა. იქამდე, სანამ შეცვლაზე შესულმა არფან დაფემ არ იაქტიურა და ბათუმელთა დაცვის ხაზი არ დაშალა. სენეგალელის პასს კი კუტალიას ზუსტი დარტყმა მოჰყვა და „დინამო თბილისმა“ უმნიშვნელოვანესი, ალბათ სეზონის მთავარი თამაში მოიგო.

დედაქალაქელებმა მიჯრით მე-7 გამარჯვება იზეიმეს და სატურნირო ცხრილის სათავეში მიმდინარე სეზონში პირველად მოექცნენ. „დინამოს“ აქტივში 41 ქულაა, მაგრამ მდევრებიც იქვე არიან - „საბურთალო“ 40 ქულა და ბათუმის „დინამო“ 39 ქულა.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე გორის „დილამ“ ბოლნისის „სიონს“ 2:0 აჯობა. გორელებმა 25 ქულას მოუყარეს თავი და შედარებით მშვიდ ვითარებაში შეხვდებიან საზაფხული პაუზას.

დიახ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზა გამოცხადდა და გათამაშება 3 აგვიტოს განახლდება. იქამდე, „საბურთალოს“, „ტორპედოს“, „დინამოსა“ და „ჩიხურას“ ევროსარბიელზე გარჯა მოუწევთ.

„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 პაპავა (4), 1:1 ჯოვინო (26), 2:1 კუტალია (82)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.174217
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X