გაირკვა იმ მეტოქეთა ვინაობა, რომელთაც ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიურ კორუა-სექსაიში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე დაუპირისპირდება.
ბოლქვაძე მე-2 ნომრადაა განთესილი და ის საწყის რაუნდში ესპანელ მარინა ბასოლს რიბერას გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში მარიამი და ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა მე-4 განთესვით ითამაშებენ, მათ პირისპირ კი პორტუგალიელი სარა ლანჩა და ლიტველი იუსტინა მიკულსკიტე დადგებიან.