ფეხბურთი

10:16 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: „ჩემს მოთამაშეებს კოპა ამერიკის მოგება მესისთვის სურთ“

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ალბისელესტეს“ ფეხბურთლებს, კოპა ამერიკის მოგება ლეო მესისთვის უნდათ, რადგან მას დღემდე სანაკრებო ჯილდო არ მოუპოვებია.

„ჩემს ფეხბურთელებს მესი იმდენად უყვართ, რომ ზოგჯერ ამბობენ, ტურნირი ლეოსთვის უნდა მოვიგოთ, რათა სანაკრებო ჯილდოც ირგუნოს და ისტორიაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდესო.“ - უთხრა სკალონიმ ESPN-ს.

არგენტინის ნაკრებმა, კოპა ამერიკის მეოთხედფინალში, ვენესუელის ეროვნულ გუნდს სძლია (2:0) და ნახევარფინალში, 3 ივლისს, მასპინძელ ბრაზილიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119211