ფეხბურთი

0:35 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდმა "მანჩესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას მანკუნიანელთა ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთელი ჩემი ცხოვრებაა, რადგან აქ 7 წლის ასაკში მოვხვდი. ამ გუნდმა ჩამომაყალიბა როგორც ფეხბურთელად, ისე ადამიანად. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ამ გუნდის მაისურისა და ლოგოს ტარება“, - თქვა რაშფორდმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, 21 წლის ინგლისელის გასამრჯელო კვირაში 200 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.

მარკუს რაშფორდი „იუნაიტედის“ აკადემიაში 2005-2015 წლებში ირიცხებოდა, ხოლო ბოლო ოთხი სეზონი მთავარ გუნდში გაატარა. ამ დროის განმავლობაში მარკუსმა 170 თამაშში 45 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114072