ფეხბურთი

20:21 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივი" დატოვა

ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „რკინიგზელთა“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხვიჩას საიჯარო ხელშეკრულება 30 ივნისს ამოიწურა და გუნდი დატოვა. „ლოკომოტივი“ 18 წლის ქართველს მადლობას უხიდს და სამომავლო კარიერაში წარმატებას უსურვებს.

როგორც დღეს ვწერდით, ბოლო მომენტში მხარეები ვერ შეთანხმდნენ და თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერი ჩაიშალა. რუსული მედიის ინფორმაციით, კვარაცხელია კარიერას ყაზანის „რუბინში“ გააგრძელებს.

აქვე გეტყვით, რომ 18 წლის შემტევი „ლოკომოტივში“ ბოლო 6 თვის განმავლობაში თამაშობდა და 10 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101307