ფეხბურთი

2:24 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" სამი გიორგი

ბელგიურ „გენტში“ სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება და სამივე გიორგი. ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას შესახებ ვიცით და მესამე კი, გიორგი ბერიძეა. არადა, ეს უკანასკნელი ხსენებულ სამეულში ყველაზე სტაჟიანი „ბუფალოა“ – 2015 წელს გადავიდა „გენტში“.

ოღონდ, ჯერ „ტრენჩინში“ და მერე უნგურლ „უიპეშტში“ იყო განათხოვრებული. ბერიძე მოსამზადებელ პერიოდს ბელგიურ გუნდთან ერთად გადის და სპარინგებში ჩინებულ შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ბელგიური გამოცემა Voetbalkrant-ი ჩვენებურს პატარა წერილსაც უძღვნის და წერს, რომ „გენტს“ დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში სამი გიორგი ეყოლება.

„გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას შემდეგ „გენტისთვის“ კიდევ ერთი გიორგი გაირჯება. ბოლო წლებში ის ყოველთვის გამოსავალს ეძებდა, მაგრამ რამდენიმე შესანიშნავი სასპარინგო მატჩის შემდეგ, როგორც ჩანს მზადაა „გენტში“ დასარჩენად.

2015 წლის ზაფხულში „გენტმა“ გიორგი ბერიძე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბისგან, „ზესტაფონიდან“ შეიძინა. იმ დროს ბერიძე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრიც იყო.

„გენტის“ ახალგაზრდულ გუნდში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ „ბუფალომ“ ქართველი „ტრენჩინში“ გაანათხოვრა. ბერიძე იქ წელიწადნახევარი დარჩა და სლოვაკები გააძლიერა, 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა და რვა საგოლე პასი შეასრულა.

ამ პერიოდის შემდეგ ბერიძე დაბრუნდა. ივეს ვანდერჰაეგესთან კარგად ემზადებოდა. რეგულარულად იტანდა მოსამზადებელ მატჩებში და „სტრასბურგთან“ შეხვედრაშიც კარგად ითამაშა. დაამტკიცა, რომ სწრაფი და კარგი ინდივიდუალისტი იყო. მიუხედავად ამისა, „გენტმა“ კიდევ ერთი სეზონით გაანათხოვრა.

ამჯერად, ბერიძე „უიპეშტში“ წავიდა. უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდი, სადაც დაუყოვნებლივ კარგად ათამაშდა და 11 გოლშიც მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 6 საგოლე პასი).

ახლაც ბერიძე უცხოეთში ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ დაბრუნდა. ამჯერად, იეს თორუპის თავკაცობით და ქართველი თავისი ნიჭის გამოვლენას და შანსის გამოყენებას პირებს. მან უკვე გაიტანა 5 გოლი სამ ამხანაგურ მატჩში. ამავდროულად, განვლილ პერიოდში ორჯერ საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა. ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას შემდეგ „გენტს“ მესამე გიორგი ეყოლება?“, - წერს გამოცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115848