სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:52 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

23 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1972 – დაიბადა ზინედინ ზიდანი. საფრანგეთის ნაკრების, “კანის,” “ბორდოს,” ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” გამთამაშებელი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2006 წლის მუნდიალის ფინალისტი. ამ ტურნირის ფინალურ მატჩში, იტალიელ მარკო მატერაცისთან მომხდარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ, ზიდანი აქტიურ საფეხბურთო კარიერას გამოემშვიდობა. იგი მონაწილეობას იღებდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატშიც. 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. ასევე, მონაწილეობას იღებდა 1996 და 2004 წლების ევროპის პირველობებშიც. საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 108 შეხვედრაში, 31 გოლი გაიტანა. FIFA-მ სამჯერ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ (1998, 2000, 2003). 1998 წელს აღიარეს ევროპის უძლიერეს ფეხბურთელად. “იუვენტუსთან” ერთად მოიგო ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი (1996), იტალიის ჩემპიონობა (1997, 1998) და სუპერთასი (1997). “რეალთან” ერთად გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში (2002), დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს (2000), ესპანეთის ჩემპიონობას (2003), ევროპის სუპერთასს (2002) და ესპანეთის სუპერთასს (2001, 2003). 2016 წლიდან 2018 წლამდე "რეალის" მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდს ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894 - დაარსდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ეს ორგანიზაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, პიერ დე კუბერტენის ინიციატივით დაფუძნდა. სოკ-ის პირველი პრეზიდენტი დიმიტრიოს ვიკელასი გახდა. გადაწყდა ანტიკური ოლიმპიური თამაშების აღორძინება. თანამედროვეობის პირველი ოლიმპიადა 1896 წელს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა.

1900 - გერმანიაში საფეხბურთო კლუბი “კაიზერსლაუტერნი” დაარსდა. გუნდი გერმანიის ოთხგზის ჩემპიონია (1951, 1953, 1991, 1998). 1990 და 1996 წლებში ფლობდა გერმანიის თასს. თამაშობს “ფრიც ვალტერ შტადიონზე”, რომელიც 48 500 მაყურებელს იტევს.

1939 - ბრონკო ნაგურსკიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის ლეო ტეცი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1957 - საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა შესარჩევ ტურნირზე. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სსრკ-მ მოსკოვში პოლონეთს 3:0 მოუგო.

1959 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, საფრანგეთის “სტად დე რეიმსი” 5:2 დაამარცხა. გოლები ავთანდილ ღოღობერიძემ (2), შოთა იამანიძემ, ზაურ კალოევმა და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს. “დინამო”: კავაზაშვილი, ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა, სიჭინავა, ზეინკლიშვილი, მელაშვილი, იამანიძე, კალოევი, ღოღობერიძე, დათუნაშვილი (მესხი). “დინამოს” ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1968 - არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, “მონუმენტალის” სტადიონზე, პრინციპული მეტოქეების “ბოკა ხუნიორსისა” და “რივერ პლეიტის” მატჩის მსვლელობისას კიდევ ერთხელ ძალადობის ფაქტი აღინიშნა. “ბოკას” ფანატებმა მოწინააღმდეგე გუნდის მომხრეთა სექტორის მიმართულებით ფაიერები და რაკეტები გაუშვეს. ამას პანიკა და ჭყლეტა მოჰყვა, შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი დაიჭრა.

1972 - აშშ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა საუნივერსიტეტო სპორტში რასობრივი და სექსუალური დისკრიმინაციის საწინააღმდეგო აქტს მოაწერა ხელი.

1998 - მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ჯგუფური ეტაპი: იტალია-ავსტრია 2:1; ჩილე-კამერუნი 1:1.

2003 - მადრიდის “რეალიდან” ვისენტე დელ ბოსკე დაითხოვეს.

2005 - ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატზე ქართველთაგან ყველაზე მაღალი შედეგი ნინო ხურციძემ აჩვენა, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა.

2006 - მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ჯგუფური ეტაპი: უკრაინა-ტუნისი 1:0; ს. არაბეთი-ესპანეთი 0:1; შვეიცარია-ს. კორეა 2:0; ტოგო-საფრანგეთი 0:2.

2007 - იტალიური “რეჯინას” მთავარ მწვრთნელად მასიმო ფიკადენტი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ვალტერ მაცარი შეცვალა.

2010 - სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ჩ ჯგუფის დასკვნით შეხვედრებში, აშშ-მ პრეტორიაში ალჟირს 1:0 მოუგო, ხოლო პორტ ელიზაბეტში სლოვენია ინგლისთან 0:1 დამარცხდა. მერვედფინალში ინგლისი და აშშ გავიდნენ. D ჯგუფში, იოჰანესბურგში გერმანიამ განა 1:0 დაამარცხა, ხოლო ნელსპრუიტში ავსტრალიამ სერბეთს 1:0 მოუგო.

2012 - უკრაინა-პოლონეთის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. მეოთხედფინალი. ესპანეთი – საფრანგეთი 2:0. ჩაბი ალონსო ორივე გოლის ავტორი.

ამ დღეს დაიბადნენ

1892 - აბლე კივიატი. ამერიკელი მძლეოსანი. სპრინტერულ დისტანციაზე რბენაში 1912 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1916 - ლეონარდ ჰატონი. ინგლისელი კრიკეტისტი. ინგლისის ნაკრების 23 მატჩში გუნდის კაპიტანი იყო. 1938 წელს ავსტრალიასთან დაპირისპირებისას 364 ქულა გააკეთა. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ლეონარდ ჰატონს სერის ტიტული მიანიჭა.

1916 - ერნესტ “ეჟი” ვილიმოვსკი. მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. გამოდიოდა გერმანიის ნაკრებშიც. სხვადასხვა შეუმოწმებელი ცნობით, კარიერის განმავლობაში გატანილი აქვს 1185 გოლი. პოლონეთის ხუთგზის ჩემპიონი. სამჯერ გახდა პოლონეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. პოლონეთის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატის მონაწილე. მუნდიალზე პირველი პოკერის ავტორი (ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრისას). 1941-42 წლებში თამაშობდა გერმანიის ნაკრებში და გუნდის 8 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა. ერნესტ ვილიმოვსკი გერმანულ ვერმახტში მსახურობდა.

1935 - დიორდ კარპატი. უნგრელი წყალბურთელი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1952, 1956, 1964).

1940 - ვილმა რუდოლფი. ამერიკელი მძლეოსანი. ჰყავდა 21 და-ძმა. ბავშვობაში ავადმყოფობდა და სიარულიც კი უჭირდა. ექიმების მხრიდან აკრძალვის მიუხედავად მძლეოსნობაზე სიარული მაინც დაიწყო. 1956 წლის რომის ოლიმპიადაზე წარუმატებლად იასპარეზა, სამაგიეროდ, ოთხი წლის შემდეგ, ტოკიოში ოქროს სამი მედალი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით, პირველი ამერიკელი სპორტსმენი გახდა. 1993 წელს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ეროვნული სპორტული პრემია მიანიჭა. ვილმა რუდოლფი 1994 წელს გარდაიცვალა.

1940 - უილიამ უოლესი. 1960-70-იან წლებში გლაზგოს “სელტიკის” ფორვარდი. 1967 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. შოტლანდიის ექვსგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი.

1945 - ტარიელ ალიბეგაშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავე (52 და 57 კგ წონითი კატეგორია). მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1969). სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი (1965, 1972). საბჭოთა კავშირის ხალხთა მეხუთე სპარტაკიადის ჩემპიონი (1971). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1991 წელს ავტოავარიაში დაიღუპა.

1955 - ჟან ამადუ ტიგანა. წარმოშობით მალელი ფეხბურთელი (იგი ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოშია დაბადებული). იცავდა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1984 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ნახევარფინალებში იასპარეზა. რვა სეზონის განმავლობაში იცავდა “ბორდოს” ღირსებას. ამ გუნდთან ერთად სამ-სამჯერ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონობა და ეროვნული თასი. ამპლუით ნახევარმცველ ტიგანას საფრანგეთის ნაკრების 52 მატჩში გატანილი აქვს ერთი გოლი. წვრთნიდა ლონდონურ “ფულემს,” სტამბოლის “ბეშიქთაშს” კი, 2006 წელს თურქეთის თასი მოაპოვებინა.

1957 - ჟან-ფრანსუა დომერგი. 1970-80-იან წლებში საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მცველი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. საფრანგეთის პირველ დივიზიონში ჩაატარა 445 შეხვედრა, გაიტანა 55 გოლი. ითვლება ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მცველად.

1968 - კენტ სტეფესი. პლაჟის ფრენბურთში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1968 - მარკ ვილმოტსი. 1990-2002 წლებში ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი-ფორვარდი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 70 მატჩი, გაიტანა 28 გოლი. მოპოვებული აქვს ბელგიისა და გერმანიის ჩემპიონობა, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი.

1972 - ზინედინ ზიდანი. საფრანგეთის ნაკრების, “კანის,” “ბორდოს,” ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” გამთამაშებელი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2006 წლის მუნდიალის ფინალისტი. ამ ტურნირის ფინალურ მატჩში, იტალიელ მარკო მატერაცისთან მომხდარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ, ზიდანი აქტიურ საფეხბურთო კარიერას გამოემშვიდობა. იგი მონაწილეობას იღებდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატშიც. 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. ასევე, მონაწილეობას იღებდა 1996 და 2004 წლების ევროპის პირველობებშიც. საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 108 შეხვედრაში, 31 გოლი გაიტანა. FIFA-მ სამჯერ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ (1998, 2000, 2003). 1998 წელს აღიარეს ევროპის უძლიერეს ფეხბურთელად. “იუვენტუსთან” ერთად მოიგო ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი (1996), იტალიის ჩემპიონობა (1997, 1998) და სუპერთასი (1997). “რეალთან” ერთად გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში (2002), დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს (2000), ესპანეთის ჩემპიონობას (2003), ევროპის სუპერთასს (2002) და ესპანეთის სუპერთასს (2001, 2003). 2016 წლის 4 იანვრიდან მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელია და პირველივე წელს გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

1976 - პატრიკ ვიეირა. საფრანგეთის ნაკრების, “კანის”, “მილანის”, “არსენალის”, “იუვენტუსის”, “ინტერის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. 2001 წელს მოიგო კონფედერაციათა თასი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 106 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. ინგლისის სამგზის ჩემპიონი (1998, 2001, 2004) და საფეხბურთო ასოციაციის თასის ოთხგზის მფლობელი (1998, 2002, 2003, 2005). 2006 წელს “იუვენტუსის” შემადგენლობაში გახდა იტალიის ჩემპიონი, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო, მოგვიანებით ტიტული ჩამოართვეს. “ინტერის” რიგებში იტალიის ჩემპიონობა 2007, 2008 და 2009 წლებში მოიპოვა.

ამ დღეს გარდაიცვალა

2000 - ანატოლი ფირსოვი. ლეგენდარული ჰოკეისტი. საბჭოტა კავშირის ნაკრების რიგებში სამჯერ მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონის ტიტული. მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109257
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X