ფეხბურთი

21:24 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" და "რუსთავი" დაზავდნენ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის „ლოკომოტივი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

შეხვედრა ლევან კორღალიძის გუნდისთვის იდეალურად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე დაწინაურდა. ოთარ კობახიძემ მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ირაკლი სიხარულიძემ მეორე სართულზე ყველას აჯობა და ანგარიში გახსნა.

თუმცა, „რკინიგზელებს“ სწრაფმა გოლმა ფრთები ვერ შეასხა და ეს ერთადერთი გოლი გამოდგა მასპინძლებისთვის. სამაგიეროდ, სტუმრებმა ტაიმის მიწურულს ზაზა ციცქიშვილმა გაათანაბრა, რომელმაც მეკარის არადამაჯერებელი ისარგებლა და ახალო მანძილიდან იხეირა. მეორე ნახევარში გუნდებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ლოკომოტივს“ 26 ქულით მეხუთე პოზიცია უკავია, ხოლო „რუსთავმა“ ბოლო ადგილი დატოვა და 15 ქულით მეცხრე საფეხურზეა.

„ლოკომოტივი“ – „რუსთავი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 სიხარულიძე (2), 1:1 ციცქიშვილი (44)

0.110331