ფეხბურთი

20:28 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზინჩენკომ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

უკრაინის ეროვნული ნაკრების მარცხენა გარემარბმა 22 წლის ოლექსანდრ ზინჩენკომ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და "ქალაქელების" მაისურით 2024 წლის ივლისამდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ზინჩენკო "სიტიმ" 2016 წელს "უფადან" დაიმატა და იმავე წელს პსვ-ში გაანათხოვრა. 2017 წლიდან მოყოლებული უკრაინელმა 43 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ზინჩენკომ პრემიერლიგა და ლიგის თასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ასოციაციის თასი - ერთხელ. უკრაინის ნაკრებში ოლექსანდრი 2015 წლიდან ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12691