ფეხბურთი

23:04 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მარკო ჯამპაოლომ ჩაიბარა

იტალიური „მილანი“ მარკო ჯამპაოლომ ჩაიბარა. როგორც ლომბარდიული გრანდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი ერთი წლით გახანგრძლივებაც.

ჯამპაოლო 51 წლის სპეციალისტია, რომლისთვის „მილანის“ დარ სახელოვან გუნდში მუშაობა კარიერის ახალი ეტაპი იქნება.

ჯამპაოლო ბოლო სამი სეზონი „სამპდორიაში“ მუშაობდა, მანამდე კი „ასკოლის“, „კალიარის“, „სიენას“, „კატანიას“ „ჩეზენას“, „ბრეშას“, „კრემონეზესა“ და „ემპოლის“ წვრთნიდა.

Loading...
სტატისტიკა
0.284606