ფეხბურთი

17:50 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტმა "ბარსელონას" უარი უთხრა

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის, მატის დე ლიხტის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვევევლია, მაგრამ როგორც ჩანს, „ბარსელონაში“ არ გადავა. Marca-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელის აგენტი მინო რაიოლა ესპანური გუნდის წარმომადგენელს შეხვდა და უარი უთხრა.

რა გახდა დე ლიხტის მხრიდან „ბარსას“ წინადადების უარყოფის მიზეზი, უცნობია. სავარაუდოდ, „ბლაუგრანამ“ ხელსაყრელი პირობები არ შესთავაზა.

ამრიგად, 19 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში პსჟ, „იუვენტუსი“ და „ბაიერნი“ რჩებიან. საინტერესოა, რომ ერთი კვირის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც დე ლიხტი პსჟ-ს შეუათანხმდა, მაგრამ რაიოლამ ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114531