თამაშგარე

11:16 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა ბიუსჰალტერების იმედადაა

რუსი მეჩოგნე მარია შარაპოვა ის ქალი არაა ცხოვრებაში შექმნილ პრობლემებს ვერ გაუმკლავდეს და ფინანსურ კრიზისს დააჩაგრინოს თავი. ამის დასტურია ის ამბავი, რომ სულ მალე მთელი ევროპის მასშტაბით ბაზარზე გამოვა შარაპოვას სახელით ბრენდირებული ქალის სპორტული ბუსჰალტერები და როგორც მარკეტოლოგები ირწმუნებიან, ეს მარიას გვარიან მოგებას მისცემს.

მარია შარაპოვას ფინანსურ პრობლემებზე ადრეც გაუწყებდით და უკვე არავისთვისაა დამალული, რომ რუსმა მეჩოგნემ თავისი (და მისი ბიზნეს პარტნორების) არასწორი მენეჯმენტით “მოახერხა“ და ჩოგნით ნაშოვნი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ ბიზნესებში ჩადო, რომელმაც არათუ მოგება მოიტანა პირიქით - სრულად წაგებაზე წავიდა.

ამ რთულმა და ერთი შეხედვით გამოუვალმა რეალობამ მარია აიძულა საკუთარ თავში მეტი კრეატივი აღმოეჩინა და სპორტული ბიუსჰალტერების ახალი ხაზიც სწორედ ამის დასტურია. საბოლოო ჯამში რამდენად მოახერხებს შარაპოვა პრობლემების დაძლევას - ამას მომავალი გვაჩვენებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116249