ფეხბურთი

12:53 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი დააპატიმრეს

უეფას ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი, კორუფციაში ბრალდებით დააკავეს - იუწყება Mediapart. პლატინი პატიმრობაში ყატარისთვის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მინიჭებისთვის, შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის გამო აიყვანეს. ყატარის სასარგებლოდ, ეს გადაწყვეტილება 2010 წლის დეკემბერში მიიღეს.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი აუხლოეს დღეებს ნანტერეს სასამართლო პოლიციის ანტიკორუფციულ სამმართველოში გაატარებს.

პლატინი უეფას პრეზიდენტად 2007 წელს აირჩიეს და ამ თანამდებობაზე 2015 წლამდე მუშაობდა, სანამ ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ მას საფეხბურთო საქმიანობა არ აუკრძალა. 2015 წლის 21 დეკემბერს პლატინის 8 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელიც 2016-ში 4 წლიანით შეუცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131972