ფეხბურთი

23:37 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო 2:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 64-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ გახსნა.

ამ მომენტიდან ზუსტად ოთხ წუთში, ჭიჭინაძემ პენალტი შეასრულა ზუსტად, დუბლი გაიფრომა და სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე სტუმრება დააფიქსირეს, თათია გაბუნიას კარი შაჰიდ ალზარკანმა აიღო.

საქართველო 2:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

თბილისი, დავით პეტრიაშვილი არენა

საქართველო: გაბუნია, ქადაქიშვილი, პასიკაშვილი, კალანდაძე, ბაქრაძე (55’ ბოლქვაძე), ჭიჭინაძე, ჭყონია, დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, დიმოპულუ, წოწერია, პოღოსიანი, სალუქვაძე, ჩხარტიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

არაბთა გაერთიანებული საამიროები: ალმანსური, ალშეჰი, ამინა, რაშიდი, შ. ალზარკანი, ბუდებსი (66’ ა. ალჰამადი), ა. ალზარკანი (90+1’ ბინფაჰადი), ნ. ალადვანი, რ. ალჰამადი, ჯუმა, ალმჰერი (90+5’ ალნუბი)

სათადარიგო შემადგენლობა: ვალიდი, ა. ალადვანი, ალჯასმი, ალბლუში, აბდელ აზიზი, ვაელი

მთავარი მწვრთნელი: ურია ჰუსეინ ტაჰერი

მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ალეკო აფციაური

გაფრთხილება: 45+1’ ჭიჭინაძე, 52’ ჯუმა, 62’ შ. ალზარკანი, 67’ რაშიდი, 70’ ნ. ალადვანი

გოლები: 1:0 ჭიჭინაძე (64), 2:0 ჭიჭინაძე (პენ) (67), 2:1 შ. ალზარკანი (78)

14 ივნისს, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალთა ეროვნული ნაკრებების პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 30 ივნისს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127318