ავტოსპორტი

1:06 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო თავართქილაძემ ლიდერობა შეინარჩუნა

ფორმულა რენოს აზიის ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე რბოლა, რომელსაც ჯუჰაის საერთაშორისო ტრეკმა უმასპინძლა, სანდრო თავართქილაძისთვის ნაკლებად წარმატებული გამოდგა - მან ფინიშის ხაზი მეოთხემ გადაკვეთა. მაგრამ რაც მთავარია, ჩემპიონატის ლიდერობა შეინარჩუნა.

სანდროს რბოლაზე ძველი საბურავებით გასვლამ მოუწია, რის გამოც, სტარტზე პოზიცია დათმო. შუა რბოლაში კი, როცა დანაკარგის ამოქაჩვას ცდილობდა, მოხდა ავარია, რის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და მანვე პელოტონი ფინიშამდე მიაცლა, რის გამოც, სანდროს ბრძოლა აღარ გამოუვიდა. საბოლოოდ, ის მეოთხე ადგილს დასჯერდა.

რბოლა ბრაზილიელი ბრუნო კარნეიროს გამრჯვებით დასრულდა, სანდროს თანაგუნდელი ჯოი ალდერსი კი, ვინც პირველ რბოლაში გაიმარჯვა, ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილზე ფინელი ელიას ნისკანენი გავიდა.

პირველი ორი ეტაპის ოთხი რბოლის ჯამში, ჩემპიონატს თავართქილაძე ლიდრობს, ვისაც 88 ქულა აქვს. სანდროს 8 ქულით ჩამორჩება ალდერსი. 71 ქულით მესამეზე კარნეიროა.

ფორმულა რენოს აზიის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპის ორი რბოლა ჩინეთის ქალაქ ტიანძინის V1 ტრეკზე, 12-14 ივლისს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135891