სხვა

0:45 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაქო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამასპინძლოდ მზად არის

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საკოორდინაციო კომისია ჯორჯ ვიშაცკეს ხელმძღვანელობით, მესამე და დასკვნითი სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა XV ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დედაქალაქ ბაქოს.

ბაქო-2019-ის საორგანიზაციო კომიტეტთან შეხვედრისას განიხილებოდა შეჯიბრებების გრაფიკი, რისკების მართვა, მარკეტინგულ პარტნიერებთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან ურთიერთქმედება, ასევე ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიების დეტალები.

XV ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 20-27 ივლისს ბაქო უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ქვეყნის დაახლოებით 3600 სპორტსმენი. 14-დან 18 წლამდე ათლეტები სპორტის 10 სახეობაში (მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, კალათბურთი, ველოსპორტი, ხელბურთი, ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა) გაითამაშებენ მედლებს.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107933