ფეხბურთი

23:52 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია (+VIDEO)

20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი უკრაინამ მოიგო. ფინალურ მატჩში ალექსანდრ პეტრაკოვის გუნდმა სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში გოლი ქართული ფესვების მქონდე ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმაც გაიტანა.

უკრაინამ ფეხბურთში პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. პოლონეთში გამართული მსოფლიოს თასის ოქროს ბურთის მფლობელი სამხრეთკორეელი ლი კან ინი გახდა. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული კი მოლოდინისამებრ ნორვეგიელ ერლინ ჰოლანდის გადაეცა, რომელმაც ჰონდურასთან მოგებულ მატჩში (12:0) ცხრა გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111838