ფეხბურთი

21:21 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" გომესის გადაბირებას მესამედ შეეცდება

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "სელტას" თავდამსხმელ მაქსი გომესს პრემიერლიგაში თამაშის შანსი გაუჩნდა. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "ვესტ ჰემმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ ვიგოელებს 29 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა. მსგავსი წინადადებით "სელტას" "ვალენსიამაც" მიმართა და ჯერჯერობით უცნობია კლუბის ხელმძღვანელობის პოზიცია.

ლონდონელები ბოლო ერთი წელია ცდილობენ ფეხბურთელის გადაბირებას, მიმდინარე წლის იანვარში შანსიც ჰქონდათ, თუმცა "სელტამ" ტრანსფერზე უარი განაცხადა. ვიგოელები გასულ სეზონში ლა ლიგიდან გავარდნას გადაურჩნენ და გომესი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო - სამხრეთამერიკელმა 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მაქსი გომესი "სელტაში" "დეფენსორიდან" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება 4-დან 40 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ესპანეთში გადაბარგების შემდეგ კი თავდამსხმელი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და 12 მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1241