ფეხბურთი

20:48 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" მანოლასის ტრანსფერი შეათანხმა

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" მცველი კოსტას მანოლასი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ნეაპოლელებმა ტრანსფერი უკვე შეათანხმეს და "მგლები" ფეხბურთელის სანაცვლოდ 36 მილიონ ევროს მიიღებენ. "ნაპოლის" მანოლასი რაულ ალბიოლის შემცვლელად უნდათ, რადგან ესპანელი "ვილიარეალში" გადასვლასთან ახლოსაა.

გასულ სეზონში მანოლასმა 35 მატჩი ჩაატარა და დაცვაში საიმედო იყო. ბოლო წლებში კი ფეხბურთელის პროგრესი აშკარაა და მისი სატრანსფერო ღირებულება პერმანენტულად იზრდება. ამჟამად Transfermarkt-ის მონაცემებით ბერძენის ღირებულება 45 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118233