ფეხბურთი

1:50 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუმ სეზონი შეაჯამა: "დაუვიწყარი და ახალი გამარჯვებები"

ტურინის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ აწ დასრულებული 2018-2019 წლების სეზონი შეაჯამა. როგორც 34 წლის ვარსკვლავმა ინსტაგრამში დაწერა, ეს იყო ახალი გამოცდილების, დაუვიწყარი სეზონი.

კრიშტიანუმ მადლობა გადაუხადა „იუვენტუსისა“ და პირად გულშემატკივრებს და დაამატა, რომ მომავალ სეზონში ახალი გამარჯვებებისთვის ერთად იბრძოლებენ.

„დაუვიწყარი სეზონი! ახალი გამოცდილება, უზარმაზარი გუნდი, ბრწყინვალე ქალაქი, რეკორდები და მორიგი 3 ტიტული! მინდა მადლობა ვუთხრა „იუვენტუსის“ ყველა გულშემატკივარს, თქვენ ჩვენი გამარჯვებების მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს მსოფლიოს გარშემო და განსაკუთრებით პორტუგალიელ მხარდამჭერებს, რომლებიც დაგვეხმარნენ პორტუგალიის ისტორიაში კიდევ ერთი ტიტულის მოგებაში. თქვენთვის ჩემს გულში ადგილი ყოველთვის იქნება.

პერსონალურად სეზონის რაც შეეხება, არ დამავიწყდება ჩემი გამორჩეული მომენტები და რეკორდები, რომელთაც 2019 წელს მივაღწიე: იტალიის სუპერთასზე გამარჯვების გოლი, სერია A-ს ჩემპიონობა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი და 21 გატანილი გოლი. ერთა ლიგის მოგება და ჰეთ-თრიქი. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 თამაში მოვიგე და 125 გოლი გავიტანე. პირველი ფეხბურთელი გავხდი, რომელმაც უეფას 10 ტიტული მოიგო. პირველი ფეხბურთელი გავხდი, რომელმაც სანაკრებო დონეზე ყველა ტურნირზე გოლი გაიტანა – მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, კონფედერაციათა თასი და ერთა ლიგა. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სანაკრებო დონეზე ზედიზედ 10 ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა 2004 წლიდან 2019 წლამდე. დროებით! ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი და წარმოუდგენელი მიღწევებისთვის. თქვენი იმედი მაქვს“, – დაწერა რონალდუმ.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთად ლიგა მოიგო, ნახევარფინალში შვეიცარიასთან კი, ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119136