ფეხბურთი

14:43 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარადონამ მექსიკური კლუბი ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა

დიეგო მარადონამ თავისი ნებით დატოვა მექსიკური „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. მიზეზად ლეგენდარული არგენტინელის ჯანმრთელობა სახელდება. ის მხრის და მუხლის ოპერაციებს გაიკეთებს.

„მადლობა ყველაფრისთვის ბოს. გამოჯანმრთელდით და უახლოეს ხანში შევხვდებით!“ - წერია „დორადოსის“ ტვიტერზე.

58 წლის მარადონამ „დორადოსი“ შარშან 6 სექტემბერს ჩაიბარა. 11 თვიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და ამ ხნის განმავლობაში 2 მილიონი დოლარი მიიღო. არგენტინელი სპეციალისტი ასევე კულიაკანური კლუბის ტექნიკური დირექტორის ფუნქციასაც ასრულებდა.

გუნდი აპერტურასა და კლაუსურას ფინალებში გავიყვანა, თუმცა ორივეჯერ „ატლეტიკო სან-ლუისთან“ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110211