თამაშგარე

10:51 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საშა გრეის სპორტული ქველმოქმედება

ამ სამიოდე წლის წინ დიდი პორნო-ინდუსტრიიდან წარმოშობით რუსი პორნო-ვარსკვლავბის, საშა გრეის წასვლას უნდა გენახათ როგორი გულბოყდამწველი რეაქციები მოჰყვა. ბევრი ცნობილი სპორტსმენი თუ მწვრთნელი არ გაუცილებიათ დიდი ასპარეზიდან ისეთი ოვაციებით, როგორც ეს ამ მრავლისმნახვალ ქალს ეღირსა.

ახლა საშა გრეი მთელს მსოფლიოში დადის, მრავალგზის კოტრიალით ნაშოვნ ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავს და არც საქველმოქმედო საქმიანობას ივიწყებს. მისი პროფესიის ქალისთვის ცოტა რთულია გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიიღოს, მაგრამ ისე კი საამისოდ მართლაც რომ ბევრ რამეს აკეთებს.

ცოტა ხნის წინ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საშა გრეის თავისი ხუთი კოლეგა, მასსავით ლიფის კედელზე დამკიდებელი ყოფილი პორნოვარსკვოავი წაუყვანია და ამ გზით უცდია ერთგვარი ფსიქოლოგიური რებილიტაცია ქალებისა, რომელთა თავზეც ცხოვრების მანძილზე “წისქვილის ქვაც დატრიალდა“ და თავად მეწისქვილეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11228