სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:26 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

განწირული სტრატეგია
"თელია პარკენი" - საქართველოს ნაკრების კოშმარი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ორი დღე გავიდა და ახლა ცივ გონებაზე უფრო ადვილია მსჯელობა, ანალიზი და შეფასება დანიაში საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგსა და თამაშზე. საერთოდ, თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ „თელია პარკენი“ კოშმარული ადგილია.

არა, თავად სტადიონი ფანტასტიკურია, ჩვენი არაფერი დაეწუნება, მეტიც, საოცარი ნაგებობაა, განსხვავებული, ჩინებული და ორგინალური, მაგრამ, აი, საქართველოს ნაკრებისთვის მართლაც კოშმარული ადგილია და ფაქტს ვერ გავექცევით - ორი თამაში და ორი კატასტროფული შედეგი: 1:6 2005 წელს და 1:5 14 წლის შემდეგ.

რამ გამოიწვია ეს შედეგი? ამას ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები აქვს. მატჩამდევე ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთებდა, მაგრამ ის შემადგენლობა, რომელიც მოედანზე ვიხილეთ, მაინც მეტისმეტად დაცვაზე იყო ორიენტირებული. ვლადიმირ ვაისმა 11 ფეხბურთელიდან მხოლოდ ორი შემტევი გაამწესა სასტარტოში და ე.წ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე არც მეტი, არც ნაკლები ვაკო გვილია ვიხილეთ. გვილია კარგი ფეხბურთელია, მეტიც, ალბათ, დღეს საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ფორმაშიც იყო და კოპენჰაგენშიც ჩინებული საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ მისი ჯოკერი ფორვარდობა სულაც არაა. ვაკომ ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, რომ მზად ვარ ყველგან ვითამაშო, სადაც მწვრთნელი დამაყენებსო, მაგრამ მაინც და მაინც, თუ ჩემს არჩევანზეა, მაშინ ე.წ Box To Box-ი მირჩვენიაო. ეს არის პოზიცია, რომლის მეშვეობითაც ფეხბურთელი დაცვისა და შეტევის შორის დგას და შესაბამისად, ამ ორ რგოლს ერთმანეთს აკავშირებს. „თელია პარკენზე“ კი, ვაკო კასპერ შმეიხელთან იდგა ყველაზე ახლოს.

საქართველოს ნაკრების ტაქტიკა კონტრშეტევაზე იყო აგებული - გრძელი პასები მცველებისგან თუ საყრდენი ნახევარმცველებისგან სამი შემტევის, უმეტესად კი, გვილიას მიმართულებით. რა გასაკვირია, რომ ვაკოს, ისევე როგორც საბა ლობჟანიძესა და ოთარ კიტეიშვილს მეორე სართულზე პოზიციის მოგება და ბურთის შენარჩუნება პრაქტიკულად არ გამოუვიდათ - დანიელები ხომ ამ კომპონენტში ევროპის მასშტაბით გამორჩეულები არიან. შედეგად, ვაისის ეს გეგმა იმთავითვე განწირული იყო, რადგან ტაქტიკა, რომელიც სლოვაკმა აირჩია, აუცილებლად სჭირდებოდა ტარანის ტიპის ფორვარდი, რომელიც საქართველოს ნაკრებს მოედანზე არ ჰყავდა (ალბათ არც სათადარიგო სკამზე, ელგუჯა ლობჯანიძის გამოკლებით).

„ჯვაროსნების“ გეგმამ 90 წუთში ერთადერთხელ იმუშავა და ჩვენდა ბედად, შედეგიანად დასრულდა. დაცვიდან ამოტანილ ბურთზე კიტეიშვილმა მეორე სართული მოიგო, რამაც დანიელთა შუა და უკანა ხაზში დიდი სიშიშვლე დატოვა - გვილიამ განავითარა და ლობჟანიძეც იდეალურად აჰყვა ეპიზოდს. გოლი მართლაც მშვენება გამოვიდა, მაგრამ ეს ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მთელ შეხვედრაში (მეორე ნახევარში გვილიას კარგი პასით კიტეიშვილს შმეიხელმა აჯობა და ამ ეპიზოდზეც ვერ ვიტყვით აუგს), მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. საერთოდ, ხსენებული სამეული სხვებთან შედარებით თანაგუნდელთა რიგებში ნამდვილად გამოირჩეოდნენ.

სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ბურთის ფლობაში დანიას დიდი უპირატესობა არ ჰქონია (56%-44%), მაგრამ თამაშს თავიდან რომ ვუყუროთ, საქართველოს ნაკრებს ბურთით პრაქტიკულად ვერ ვნახავთ. დანია ბურთს მაშინ არ აკონტროლებდა, როდესაც ეს საჭირო არ იყო და პირიქით.

სტუმართმოყვარე მასპინძლებმა (თუმცა, ეს სტუმართმოყვარეობა სამწუხაროდ, მხოლოდ მოედანს მიღმა ვრცელდება) სხვა მონაცემებში კიდევ უფრო დაგვჩაგრეს. სათამაშო სისტემის გარეშე მოედანზე მყოფი საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით დანიელებმა 31(!)-ჯერ დაარტყეს, ანუ გამოდის, რომ საშუალოდ 3 წუთში ერთხელ, რაც ბუნებრივია კატასტროფულად ცუდი მაჩვენებელია. ხსენებული 31 დარტყმიდან ქართველმა ფეხბურთელებმა 8 დაბლოკეს, 5-ჯერ გიორგი ლორიამ გვიხსნა, 13-ჯერ დანიელებმა ვერ მოახვედრეს კარის ჩარჩოში. საპასუხო მაჩვენებელი კი მართლაც სავალალოა - 10 დარტყმა, 2 კარში, 4 არაზუსტი და ოთხიც დაბლოკილი. გამოდის, რომ ვაისის გუნდს კარის აღების მცდელობა 9 წუთში ერთხელ ჰქონდა.

დანიამ გვაჯობა პასებშიც, არადა, ბურთის ფლობის მაჩვენებლიდან გამომდინარე, თითქოს ასეთი დიდი სხვაობა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამთ, სტატისტიკა უტყუარია: შედარებისთვის პიერ ჰოიბერგმა, რომელსაც დანიის ნაკრებში პასების სიზუსტის საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა (92%) 91 პასი გააკეთა, მაშინ როდესაც საქართველოს ნაკრებში ჯაბა კანკავა იყო ამ კუთხით საუკეთესო 28 პასი (90%-იანი სიზუსტე).

მთლიანობაში დანიამ 607 პასი გააკეთა და აქედან 548 იყო ზუსტი, ხოლო საქართველოს ნაკრების 274 გადაცემიდან ადრესატამდე ბურთი მხოლოდ 217-ჯერ მივიდა.

რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ავსტრიელ არბიტრ რობერტ შორგენჰოფერსაც - გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო, ასე დაგვმართა ბატონმა რობერტმა. ის-ის იყო ანგარიში ჩინებული კომბინაციით, კონტრშეტევით გავათანრებთ, როდესაც ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დანიშნა და თანაც კანკავა გააყვითლა. არ ვდაობთ, ჩვენსა და დანიელთა კაპიტან სიმონ კიაერს შორის კონტაქტი იყო, მაგრამ მსგავს ეპიზოდებს თანამედროვე ფეხბურთში მრავალგზის შევხვდებით და დარღვევა იშვიათად რომ დაფიქსირდეს. ესეც არ იკმარა და მესამე გოლიც გახდა მითქმა-მოთქმის საგანი. ამჯერად, გიორგი ლორია თავისავე საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ ავსტრიელი ისევ დუმდა და ჯარიმის ნაცვლად ხელი მოედნის ცენტრისკენ გაიშვირა. ისე, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს და თუ კანკავა კიაერზე თამაშის წესს აღვევდა, მაშინ ლორიაზეც ნამდვილად იყო ჯარიმა. მითუფრო არ დაგვავიწყდეს, საქმე ეხება მეკარეს, მისსავე საჯარიმოში. ცხადია, წაგების ალიბად შორგენჰოფერი არ გამოდგება, მაგრამ დეტალებია და ყველაფერს ხაზი უნდა გაესვას. თანაც, მნიშვნელოვან, გარდამტეხ გოლებზეა საუბარი - მეორე და მესამე. სწორედ მესამე გოლი გამოდგა გარდამტეხი და დანიის ნაკრები ამის შემდეგ იმას აკეთებდა, რაც უნდოდა. ოგე ჰარეიდეს ბიჭებს ბოლო წუთებში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური იქნებოდა. ვერ ვიტყვით, მესამე გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად უფრო მოიშალა თუ უბრალოდ ფიზიკური კონდიციების სისუსტემ და ორ გუნდს შორის ამ კომპონენტში დიდმა სხვაობამ იჩინა თავი, მაგრამ ფაქტია, 65-ე წუთის შემდეგ „ჯვაროსნებს“ თამაშის არავითარი სურვილი არ ჰქონდათ. როგორც მატჩისშემდგომ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თქვა, ალბათ, ორივე მიზეზი იყო.

კიდევ ერთი გარემოებაც, რამაც კოპენჰაგენური ფიასკო გამოიწვია - სტანდარტული სიტუაციები და მეორე სართული. ეჭვგარეშეა, დანიის ნაკრები ხსენებულ კომპონენტში საქართველოს ნაკრებს და მის დარ გუნდებს კი არა, ბარე-ორ მსოფლიო გრანდსაც აღემატება, ამას დიდი ანალიზი და ჩაღრმავება ნამდვილად არ სჭირდება.

თუ დავუკვირდებით, დანიამ სწორედ სტანდარტულებითა და თავით მოგებული ორთაბრძოლების ხარჯზე მიიღო უდიდესი უპირატესობა. კასპერ დოლბერგმა ანგარიში მას შემდეგ გახსნა, რაც კრისტიან ერიკსენმა კუთხური ჩააწოდა, ახლო ძელთან სიმონ კიაერმა გვილიას აჯობა (რატომ იყვანდა საჯარიმოში კიაერს გვილია და არა მაგალითად კაშია, ეს ცალკე საკითხია) და მერე დოლბერგმა კაკაბაძეს პოზიცია მოუგო. მეორე გოლიც კუთხურს მოჰყვა: ისევ ერიკსენის პასი კიაერის მიმართულებით და ამჯერად კანკავას მოუწია თამაშის წესის დარღვევა (ყოველშემთხვევაში მსაჯისთვის ასე იყო). სტანდატულს აღარ, მაგრამ ჩაწოდებას და საჯარიმოში თავით მოგებულ ორთაბრძოლას მოჰყვა მესამე გოლიც. ისე, ბედის ირონიით, საქართველოს ნაკრების დიდებული კონტრშეტევაც დანიელთა სტანდარტიდან დაიბადა - ერიკსენმა ჩააწოდა, მერე სკანდინავიელებმა წამებში სამჯერ მოიგეს მეორე სართულზე ბრძოლა ჩვენს საჯარიმოში(!), მაგრამ კაშიამ მოიგერია ბურთი და კიტეიშვილმა ასევე თავით დაიწყო დიდებული კონტრშეტევა, როდესაც ანკერსენს დაასწრო.

საერთოდ, დანიის ნაკრები პირველ ტაიმში ხიფათს თუ ქმნიდა, ოდენ ჩაწოდებების ან სტანდარტული ვითარებიდან. ამის ფონზე, მაინც მივეცით მეტოქეს იმის შესაძლებლობა, რომ 10 კუთხური ჩაეწოდებინა (სამმა გოლი მოიტანა, ორი ჩვენს კარში, ერთიც დანიელთა კარში). თამაშის წესი საქართველომ 14-ჯერ დაარღვია და უმეტესაც საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, რომ იტყვიან, ჯარიმა, რომელიც კუთხურს სჯობიაო... მოკლედ, ამ კომპონენტშიც მოვიკოჭლებდით.

რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება ის დანაკლისი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჰქონდა სხვადასხვა მიზეზთა გამო - ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია, ლევან მჭედლიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, ჯიმი ტაბიძე. უდიდესი დანაკლისია და საქართველოს ნაკრებს თავი რომ დავანებოთ, ნებისმიერი რანგის გუნდს გატეხავდა. რა თქმა უნდა, არც ის გვავიწყდება, რომ დანია რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებზე კარგი გუნდია და გაცილებით მაღალი დონის ოსტატები ჰყავს.

და მაინც, მოცემული რესურსის ფონზეც კი, „თელია პარკენზე“ მომხდარზე ნამდვილად ღირს დაფიქრება და მსჯელობა. თუნდაც, სად დაიკარგა ის გუნდი, რომელმაც იცოდა ბურთის კონტროლი, იცოდა, როგორ გადასულიყო გააზრებულად დაცვიდან შეტევაში. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ახლა გვერდი ავუაროთ (მეტოქეების რანგიდან გამომდინარე) და გავიხსენოთ წინა შესარჩევი ციკლი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ერთი გამარჯვებაც ვერ მოიპოვა, მაგრამ თამაშის ხარისხი იმედს ტოვებდა. გავიხსენოთ, უელსში, ავსტრიაში, სერბეთში, ირლანდიაში ნაჩვენები თამაშის ხარისხი და თუ იმ მატჩებს მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე ნაჩვენებ ხარისხს შევადარებთ, ისეთი განსხვავება იქნება, როგორც ცა და დედამიწა...

ჰო, რა თქმა უნდა, „თელია პარკენი“ დიდებული ნაგებობაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის ჯერჯერობით ღამის კოშმართან ასოცირდება...

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.147005
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X