სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

20:55 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხე მოგებამ ნახევარფინალში გაგვიყვანა  
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის ნახევარფინალშია - მეოთხე ტურში ჩვენებმა 28-22 დაამარცხეს აშშ. ჯგუფში პირველობის ბედი გაირკვევა ხვალ, ბულგარეთთან მატჩში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია სამი ნახევარფინალისტი: საქართველო, ბულგარეთი და კუბა.

11 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო - აშშ 28-22

საქ: თევზაძე 14/31, ცინცაძე 2/7 - ცხოვრებაძე 16/9, ჩიქოვანი 9/4, ორჯონიკიძე 9/4, გოგოლაძე 4/3, იმნაძე 3/3, არსენაშვილი 3/2, მიქავა 3/2, კბილაშვილი 1/1, რუსტამოვი 2/0, დიხამინჯია 1/0, კალანდაძე 2/0, მერკვილაძე, - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

აშშ: ინგრამი 2/13, რობინსონი 9/22 - ლი 6, ინაჰარა 5, ფოფანა 4, რიდი 3, სკუპურა 2, დინლინი 1, ზიმბერი 1, ი. უეტერი, პ. უეტერი, ბენგოზი, ბინდერისი, ვილერი

მსაჯები: ბირო, კიში (გერმანია)

სამდივნო: სოდალი (ნორ) - კულიბალი (სძნ), აბილდი (ტუნ) - მაჭარაშვილი, წივწივაძე (საქ)

საქართველოს ნაკრებში ერთი ცვლილებაა: სამწუხაროდ, ირლანდიასთან მატჩში მიღებული ტრავის გამო რეზო ჭანტურია ამ ტურნირზე ვეღარ ითამაშებს. ჩვენი ნაკრების ვეტერანის ნაცვლად განაცხადში შეიყვანეს გიორგი მერკვილაძე. 21 წლის ქუთაისელი მარჯვენა გარემარბი ეროვნულ გუნდში პირველადაა, თუმცა, სხვადახვა ასაკობრივ ნაკრებში საკმაო გამოცდილება აქვს დაგროვილი.

ჭანტურია ამერიკასთან კარგად შეცვალა ბათუმის შავი ზღვის ბიჭების მოთამაშემ, ირაკლი გოგოლაძემ, რომელმაც პირველივე ტაიმში 3 დარტყმიდან 3 გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ნაკრების გამარჯვება განაპირობეს კაპიტანმა, შოთა თევზაძემ (14 მოგერიებული დარტყმა) და უკანა ხაზმა: 28-დან 17 გოლი გაიტანა დამწყებმა სამეულმა: გიორგი ცხოვრებაძემ, ირაკლი ჩიქოვანმა და თემო ორჯონიკიძემ, ხოლო მათ შორის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მატჩის შემდეგ ჩიქოვანს გადაეცა.

საქართველოს ნაკრები თავიდან ბოლომდე ლიდერობდა. ტაიმის ბოლოსკენ უპირატესობა 7 ბურთამდე ავიყვანეთ, შემდეგ - ცხრამდე, მწვრთნელმა, ნიკოლა მაქსიმოვიჩმა მხოლოდ მოგების განაღდების შემდეგ მისცა მოედანზე გასვლის შანსი ყველა მოთამაშეს.

ჩვენს, B ჯგუფში, ბულგარეთმა 37-22 მოუგო ირლანდიას. საქართველო-ბულგარეთის ხვალინდელი თამაში გაარკვევს, ვინ ასცდება ნახევარფინალში A ჯგუფის საუკეთესო გუნდს, კუბას.

კუბამ 31-26 დაამარცხა აზერბაიჯანი, 8 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი გაინაღდა, მეორე ადგილისთვის კი სიტუაცია რთულია. ჩინეთი ბრიტანეთთან მოგებით ნახევარფინალს ინაღდებდა, მაგრამ 23-28 წააგო და შანსები დაკარგა. კოლუმბიამ დაამარცხა ინდოეთი 41-36. მეორე ადგილისთვის გადამწყვეტი იქნება ბრიტანეთისა და კოლუმბიის მატჩი რომელიც ხვალ 12 საათზე დაიწყება. ბრიტანეთს 6 ქულა აქვს და ფრეც ყოფნის, მაგრამ თუ დამარცხდა, მაშინ სხვადასხვა ვარიანტები ჩნდება.

თუ ჩინეთმა ქულა დაკარგა აზერბაიჯანთან, მაშინ კოლუმბიას ბრიტანეთის ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება ჰყოფნის, თუ არადა, მაშინ შეიძლება ბრიტანეთმა, კოლუმბიამ და ჩინეთმა 6-6 ქულა დააგროვონ. ასეთ შემთხვევაში, დაითვლება ბურთების სხვაობა სამ გუნდს შორის. ჩინეთმა დაამარცხა კოლუმბია (28-25) და წააგო ბრიტანეთთან (23-28). შესაბამისად, ჩინელებს უარყოფით სხვაობა აქვთ და ნახევარფინალში ვეღარ მოხვდებიან. რაც შეეხება კოლუმბიას, მეორე ადგილზე გასვლის გარანტიას მათ 5 ბურთით მოგება მისცემს, ზოგიერთ შემთხვევაში კი 4 ბურთით მოგებაც საკმარისი იქნება.

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში ჯგუფური ეტაპი დასრულდება.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

12 ივნისი

აზერბაიჯანი - კუბა 26-31

ბრიტანეთი - ჩინეთი 28-23

კოლუმბია - ინდოეთი 41-36

ირლანდია - ბულგარეთი 22-37

საქართველო - აშშ 28-22

მალტა - ნიგერია 13-40

B ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

საქართველო----4---4---0---0--131-66---8

ბულგარეთი-----4---4---0---0--140-89---8

აშშ----------------4---2---0---2--138-108--4

ნიგერია----------4---1---1---3--104-98---3

ირლანდია-------4---0---1---3--102-142--1

მალტა------------4---0---0---4---49-161--0

8 ივნ. მალ-ბულ 13-38, ნიგ-საქ 14-27, აშშ-ირლ 37-32

9 ივნ. ბულ-აშშ 38-35, მალ-საქ 13-39, ირლ-ნიგ 31-31

10 ივნ. აშშ-მალ 44-10, საქ-ირლ 37-17, ნიგ-ბულ 19-27

A ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

კუბა--------------4---4---0---0--127-101--8

ბრიტანეთი------4---3---0---1--129-121--6

ჩინეთი-----------4---2---0---2—115-112--4

კოლუმბია-------4---2---0---2--125-125--4

აზერბაიჯანი----4---1---0---3--136-131--2

ინდოეთი--------4---0---0---4--122-164--0

8 ივნ. კოლ-ჩინ 25-28, ინდ-აზე 29-45, კუბ-ბრი 35-27

9 ივნ: კოლ-აზე 35-30, ჩინ-კუბ 24-30, ბრი-ინდ 38-28

10 ივნ. აზე-ბრი 35-36, კოლ-კუბ 24-3, ინდ-ჩინ 29-40

13 ივნისი

10:00 ჩინეთი - აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი - კოლუმბია

14:00 კუბა - ინდოეთი

16:00 ირლანდია - მალტა

18:00 ბულგარეთი - საქართველო

20:00 აშშ - ნიგერია

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 კუბა – B2

20:00 1-4 B1 – A2

16 ივნისი, ფინალი

10:00 11-12

12:00 9-10

14:00 7-8

16:00 5-6

18:00 3-4

20:00 1-2

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

https://competition.ihf.info/

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.13627
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X