ფეხბურთი

2:10 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "შეცდომები ყველამ საკუთარ თავში უნდა მოვძებნოთ და გამოვასწოროთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ დანიასთან (1:5) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, მსგავსი სხვაობით წაგებას არ იმსახურებდნენ და ასევე ისაუბრა მსაჯის შეცდომებზე, რომელმაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

„რა თქმა უნდა, 1:5 ჩვენთვის მიუღებელი შედეგია, ვფიქრობ ასეთი სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით მიუხედავად იმისა, რომ დანია ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო და ეს უნდა ვაღიაროთ. ყველამ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ შეცდომები და ყველაფერი გავაკეთოთ მის გამოსასწორებლად, რომ თბილისში უკეთესად ვითამაშოთ. არ მინდა, მსაჯს რამე დავაბრალო, მაგრამ შეიძლება ითქვას, გაგვწირა, რადგან ჯაბას პენალტი არ იყო დასანიშნი და ლორიას ეპიზოდშიც მასზე ჯარიმა იყო. ამის შემდეგ კი, ცხადია, დანია ისეთი გუნდია 3:1-ზე შანსს გამოიყენებდა და გვაჯობეს“, - განაცხადა გვილიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 4 თამაშის შემდეგ 3 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში 8 სექტემბერს, დანიასთან ჩაატარებს, ოღონდ თბილისში.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112424