სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

3:57 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი დაჯარიმდა, ჰამილტონს გამარჯვება მიეკუთვნა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მონრეალში ჩატარებული კანადის დიდი პრიზის დღევანდელი რბოლა, სასიამოვნო გასახსენებელი არ იქნება არც „ფერარის“ და მისი პილოტის, სებასტიან ფეტელისთვის და არც „მერსედესის“ და მისი ლუის ჰამილტონისთვის. პირველმა რბოლა მოიგო, მაგრამ გამარჯვება ჩამოართვეს, მეორემ კი ფინიში მეორე ადგილზე გადაკვეთა, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კი ავიდა...

სტიუარდებმა 48-ე წრეზე მომხდარი ინციდენტის განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გერმანელმა უსაფრთხოების წესები დააარღვია და მის შედეგს 5 წამი დაუმატეს. მე-3 მოსახვევში ფეტელი შეცდა და ბალახზე გადავიდა, მე-4 მოსახვევის გამოსასვლელში კი ტრასას დაუბრუნდა. ის ჯერაც ჰამილტონის წინ იყო, მაგრამ ტემპი დაკარგული ჰქონდა და ბრიტანელი აუცილებლად გაასწრებდა, მაგრამ „ფერარიმ“ კედლისკენ წაინაცვლა და „მერსედესს“ დერეფანი ჩაუკეტა. ჰამილტონს ისღა დარჩენოდა, თავისი მანქანის მუხრუჭები გამოეცადა...

სტიუარდების გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვანი იყო - „ტრასაზე სახიფათო დაბრუნება“. ფეტელმა გუნდთან რადიო საუბრისას თქვა, კედელთან შეჯახებას ძლივს გადავურჩი, სხვა გზა არ მქონდაო. მაგრამ რამის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო.

„გზა არ მქონდა, სერიოზულად, სხვა გზა არ მქონდა. მათ გამარჯვება მოგვპარეს. აბსოლუტურად ბრმა უნდა იყო, რომ სხვას გზა მისცე და შენი მანქანის კონტროლი შეწყვიტო. სად უნდა წავსულიყავი? ეს უსამართლო სამყაროა, ეს სამართლიანი არ არის“, - ცხარობდა ფეტელი, ვინც რბოლა პირველმა დაასრულა, შემდეგ კი თავისი მანქანა პიტლეინის შესასვლელში გააჩერა და არა კვარცხლბეკის ქვემოთ, სადაც პირველი სამეული დგება ხოლმე. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ჯერ „ფერარის“ ოფისში გაემართა და ალბათ კვარცხლბეკზე ასვლასაც არ აპირებდა, თუმცა შემდეგ ჯერ დახურულ პარკში დაბრუნდა და ჰამილტონის მანქანის წინ, მეორე ადგილის აღმნიშვნელი დაფა დადგა, შემდგ კი კვარცხლბეკზეც ავიდა.

„ეს ის გამარჯვება არაა, რასაც ვისურვებდი“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც დაჯილდოების ცერემონიისას, მაყურებელი უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა, რაზეც ხუთგზის ჩემპიონმა განაცხადა - „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ გადაწყვეტილებას მე არ ვღებულობდი და არ ვიცი, ვისთვისაა ეს შეძახილები, იქნებ მათთვის, ვინც ასე გადაწყვიტა“.

ფეტელმა განაცხადა, რომ თავისი სიბრაზე ჰამილტონის მისამართით არ გამოუხატავს და რომ ჰამილტონს ეს უკმაყოფილება არ დაუმსახურებია: „ხალხი ლუისს ასე არ უნდა შეხვდეს. მე პრობლემები მქონდა, მაგრამ ეს ლუისის ბრალი არაა. თუ რამეა, ამ შეძახილებს ისინ იმსახურებენ, ვინც ასეთ საოცარ გადაწყვეტილებას ღებულობს“...

კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, დისტანცია 305,270 კმ (4.361 კმ, 70 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:29.07.804
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 3.658
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 4.696
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 51.043
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 57.655
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე
  9. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  10. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  13. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2 წრე
  18. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 3 წრე
  19. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 9 წრე
  20. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 61 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:13.078 (69-ე წრე, 214.833 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 162 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 133; 3. სებასტიან ფეტელი - 100; 4. მაქს ფერსტაპენი - 88; 5. შარლ ლეკლერი - 72; 6. პიერ გასლი - 36; 7. კარლოს საინსი - 18; 8. დანიელ რიკარდო - 16; 9. კევინ მაგნუსენი - 14; 10-11. სერხიო პერესი, კიმი რაიკონენი - 13; 12-13. ლანდო ნორისი, ნიკო ჰულკენბერგი - 12; 14. დანიილ კვიატი - 10; 15. ალექს ალბონი - 7; 16. ლანს სტროლი - 6; 17. რომენ გროჟანი - 2; 18-20. ანტონიო ჯოვინაცი, ჯორჯ რასელი, რობერტ კუბიცა - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 295 ქულა; 2. ფერარი - 172; 3. რედ ბულ-ჰონდა - 124; 4. მაკლარენ-რენო - 30; 5. რენო - 28; 6. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 19; 7. ტორო როსო-ჰონდა - 17; 8. ჰაას-ფერარი - 16; 9. ალფა რომეო-ფერარი - 13; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.104973
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X