სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:07 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

თავაზიანი, სტუმართმოყვარე, მაგრამ "მშიერი" მასპინძელი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე შეხვედრას ჩაატარებს. ამჯერად, კოპენჰაგენში, „თელია პარკენზე“, სადაც დანიის ნაკრები დაგვიხვდება.

ძნელია იმის თქმა რა მოხდება ხვალ დანიის დედაქალაქში, მაგრამ თამაშამდე ერთი დღით ადრე, კოპენჰაგენში დიდი საფეხბურთო განწყობა ნამდვილად არ იგრძნობოდა. ქუჩაში პრაქტიკულად ვერ შეხვდებით მინიშნებას, რომ მათი საყვარელი ნაკრები მნიშვნელოვან მატჩს ატარებს.

მეტიც, როგორც ჩანს, ჩვენმა სტუმრობამ ვერც ადგილობრივ მედიაში გამოიწვია მაინც და მაინც დიდი ინტერესი. ყოველშემთხვევაში ოგე ჰარეიდეს პრესკონფერენციას, რომელსაც თან იუსუფ პოულსენი და კრისტიან ერიკსენი ახლდნენ, თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის დანიელი ჟურნალისტები დაესწრნენ და არც კითხვებით აუკლიათ ნორვეგიელი სპეციალისტი და მისი ორი შეგირდი. რაც ჰკითხეს, ძირითადად, მხოლოდ ირლანდიასთან განვლილ მატჩზე და ნათელია, რომ საქართველოს ნაკრებს ისინი სათვალავში არ აგდებენ. ჰარეიდემ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის შესახებ მას შემდეგ გააკეთა კომენტარი, როდესაც ქართველი ჟურნალისტები დაეკითხნენ და მანაც თავაზიანად დიპლომატია გამოიჩინა - ქართველებს ლამაზი ფეხბურთის თამაში სისხლში აქვთ გამჯდარი და შეტევით ფაზაში ყოველთვის კარგად გარჯა ხელეწიფებათო. დაახლოებით იგივე სცენარით ისაუბრა კრისტიან ერიკსენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ირლანდიისგან განსხვავებით საქართველოს უყვარს, შეუძლია ბურთზე კონტროლის დამყარება, ფეხბურთს თამაშობს და სხვასაც არ უშლის ხელს - ამ მოტივით დანიელთა მთავარი ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ დანია ბევრად უკეთ ითამაშებს, ვიდრე სამი დღის წინ კელტებთან. მასვე, „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე ადგილობრივი მედია არ დაეკითხა, როგორც მერე გავიგეთ, თურმე პირი შეუკრავთ, ერთი კვირა ამ საკითხზე არ შევაწუხებთო. თუმცა, სანამ ჩვენ ამას გავიგებდით, იქამდე ერიკსენს სწორედ მადრიდულ გრანდში ტრანსფერზე დავეკითხეთ - მანაც თავაზიანად გაგვიღიმა და ლაკონურად მოგვიგო - ახლა მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე ვარ კონცენტრირებულიო.

ღიმილი ვახსენეთ და, მეტად თავაზიანი და სტუმართმოყვარე ხალხი ჩანს დანიელები. ქუჩაში, სტადიონზე, ყველგან, ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც დახმარების გაწევაზე (თუ შეუძლია) უარს გეტყვით, თანაც ამას დიდი სიხარულით და გულით აკეთებენ. მოკლედ, იმედია ეს თავაზიანობა მოედანზეც გადაყვებათ...

საქართველოს ნაკრებმა კი მატჩისწინა ვარჯიში გამართა და გამოიკვეთა, რომ საბა ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ის კარგად იცნობს დანიურ ფეხბურთს და ვლადიმირ ვაისმაც თითქმის დაადასტურა ხსენებული ცნობა. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ჩვენი ვარაუდი. გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში ფეხზე დადებული ყინულების ფონზე დატოვა და მიუხედავად გიბრალტართან შესანიშნავი მატჩისა, ალბათ ისევ სათადარიგო სკამიდან დაიწყებს გარჯას. ისე კი, საქართველოს ნაკრები სკანდინავიას სერიოზული დანაკლისით ეწვია. დანაკლისი ისედაც დიდი იყო და სოლომონ კვირკველიასა და დავით ხოჭოლავას ტრავმის შემდეგ კიდევ უფრო სერიოზული გახდა. აი, ლევან მჭედლიძეს თბილისში ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიუღია და კოპენჰაგენში საერთოდ არ იმყოფება. შედეგად, ვაისს ფორვარდის პოზიციაზე ორი არჩევანი აქვს - ვატო არველაძე და ელგუჯა ლობჯანიძე. სხვათა შორის, ვარჯიშის დასრულების შემდეგ არველაძე პენალტების შესრულებაზე პერსონალურად ვარჯიშობდა.

ურთიერთშეხვედრები

დანიასთან საქართველოს საკმაოდ ცუდი მოგონებები აკავშირებს - 3 მატჩი და ერთადერთი ფრე. ეს პირველ დუელში 2004 წლის 17 ნოემბერს (2:2), ხოლო შემდეგ 2005 წლის 7 სექტემბერს, კოპენჰაგენში დანიამ 6:1 იმარჯვა. ბოლო დაპირისპირება 2013 წელს ამხანაგურად შედგა და ამჯერად ბრძოლაც გაიმართა - 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ.

მშიერი მასპინძელი

დიახ, არ ვაჭარბებთ, დანიის ნაკრები ამ შეხვედრას მშიერი ხვდება, რადგან საწყისი ორი ტურის შემდეგ მოუგებლად და ორი ქულის ამარა იმყოფება. ბუნებრივია, სკანდინავიელთათვის ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგია და დღეს, საქართველოსთან წარუმატებლობა შესაძლოა ჰარეიდეს ძვირადაც დაუჯდეს. თუმცა, ეს ჩვენ ნაკლებად გვანაღლებს და ჩვენი საფიქრალი გვაქვს.

სხვათა შორის, მატჩისწინ ვაისმა აღნიშნა, რომ ლამაზი ფეხბურთი კარგია, მაგრამ დანიასთან გუნდმა ჭკვიანურად უნდა ითამაშოს და თავის შანსს დაელოდოს. სლოვაკს არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა, დაცვაში გამართული თამაში „პარკენზე“ პრიორიტეტული იქნებაო. აი, ჩვენი ნაკრების შემტევი ოთარ კიტეიშვილი საპირისპიროდ ფიქრობს - მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველომ ის შანსი უნდა გამოიყენოს, რომელიც მიეცემა და დანიას სიურპრიზი უნდა შესთავაზოს მეტოქეს, რაც შეტევაში აქტიურ თამაშში გამოიხატება. ვნახოთ, რა სიურპრიზს შესთავაზებს საქართველოს ნაკრები სტუმართმოყვარე და თავაზიან დამხვდურებს...

სავარაუდო შემადგენლობები:

დანია (4-2-3-1): შმეიხელი; დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი; შონე, დელანი; ჰოიბერგი, ერიკსენი, პოულსენი; დოლბერგი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, დვალი; კვეკვესკირი, კანკავა; ლობჟანიძე, გვილია, მერებაშვილი; არველაძე

ბოლოსკენ მასპინძელი არენის შესახებაც - „თელია პარკენი“ 40 ათასამდე მაყურებელს იტევს და წმინდა ბრიტანული სტილის სტადიონია, რომლის ატმოსფერო უბრალოდ დიდებულია. სტადიონის გარეფასადი დიდად მოხიბლულს ვერ დაგტოვებთ, რომ არ იცოდეთ, შესაძლოა ვერც იფიქროთ, რომ სტადიონია, მაგრამ შეხვლათ თუ არა შიგნით, სულ სხვა, რადიკალურად განსხვავებული სურათი გადაიშლება - არენა, რომლის კონსტრუქცია უბრალოდ საოცარია და რომელიც გულგრილს ალბათ არავის დატოვებს. სხვათა შორის, სტადიონის გარეკედლების მეშვეობით ლეგენდებს არ ივიწყებენ - სათითაოდ ყველა დანიელი ფეხბურთელის პოსტერია გამოკრული, რომლებმაც ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება გამოჭედეს და 1992 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგეს.

ცნობისთვის, დღევანდელი მატჩი ადგილობრივი დროით 20:45, ხოლო თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111586
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X