სხვა

0:10 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

2023 წლის III ევროპული თამაშების მასპინძლობის უფლება კრაკოვს დარჩება

2023 წლის მესამე ევროპული თამაშების მასპინძლობის მსურველთა განაცხადების მიღება 31 მაისს დასრულდა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) ცნობით, ერთადერთი განაცხადია მიღებული პოლონეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან.

III ევროპული თამაშების საკუთარ კედლებში ხილვა კრაკოვს სურს, რომელმაც საკუთარი განაცხადი მალოპოლსკის სავოევოდოსთან ერთად მოამზადა.

2023 წლის ევროპული თამაშების მასპინძლის ვინაობა ოფიციალურად ცნობილი გახდება მინსკის 22 ივნისის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე.

www.geonoc.org.ge

Loading...
0.143045