ფეხბურთი

23:30 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანის ტრანსფერი გადაწყვეტილია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა France TV-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

"რომელ კლუბში გავაგრძელებ კარიერას? უკვე ვიცი, სადაც ვითამაშებ." - განაცხადა გრიზმანმა.

ლოგოკურია ტრანსფერის გაოფიციალურებამდე ანტუანი ახალ კლუბს არ გაამჟღავნებდა. სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგმა განაცხადა, რომ "ატლეტიკოს" დატოვებდა. ევროპული წამყვანი მედიასაშუალებები კი თავდამსხმელს "ბარსელონაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106154