ფეხბურთი

17:23 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ნაკრებში თამაში უკეთესია, ვიდრე კლუბში"

პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ნახევარფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა, უეფას ვებგვერდს ესაუბრა.

34 წლის ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, ეროვნულ ნაკრებში თამაში სრულიად განსხვავდება კლუბში თამაშისგან.

„ჩემთვის ყოველთვის საპატიოა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება. ჩემი ქვეყანაა და მისი მაისურის მორგება პატივია. მომზადება ჩემი სამუშაოს ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის ვარ, თავს კარგად ვგრძნობ, ფორმაში ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანია გონება, მოტივირებული და ბედნიერი იყო. ჩემს გზას ვუყურებ და ვგრძნობ, რომ ბევრის გაკეთება შემიძლია.

ჰოლანდია? საოცარი გუნდია, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. მათ დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, ახალგაზრდები და გამოციდლები, რომელიც ჰოლანდიას კიდევ უფრო ძლიერს ხდის. რთული მეტოქეა, მაგრამ ორივე გუნდს ბრძოლა მოუწევს, რადგან ფინალი ასეთია.

როდესაც პორტუგალიის მაისური მაცვია, როგორც უკვე ვთქვი, ვამაყობ. ეს განსხვავებული გრძნობაა კლუბში თამაშისგან. ეს შენი ქვეყანაა. ჩემი ოჯახი პორტუგალიურია, ჩემი მეგობრებიც პორტუგალიელები არიან. პორტუგალიაში გაიზარდე და განსაკუთრებული გრძნობაა ამ ნაკრებში თამაში და თუ ტიტულისთვის გადიხარ მოედანზე, კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალში პორტუგალია ჰოლანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 ივნისს, პორტუში შედგება.

0.113749