საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სტუმრად საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა.
გია ცეცაძის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთით აგებდა და მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა ერთხელაც ისარგებლეს შეცდომით და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: გუგეშაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ფაცაცია, მალი, ლაკვეხელიანი, ნინუა, ქოჩორაშვილი, არაბიძე, კოხრეიძე, ბუღრიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: დავითაშვილი, სპანდერაშვილი, ძებნიაური, სილაგაძე, სამურკასოვი, ნებიერიძე, კუცია.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს 21-წლამდელები ისევ სტუმრად, სლოვენიასთან, 10 ივნისს ჩაატარებენ.
www.gff.ge