ფეხბურთი

17:20 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხამესმა "ბაიერნი" დატოვა

ხამეს როდრიგესმა როგორც მოსალოდნელი იყო, „ბაიერნი“ დატოვა. ეს ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კოლუმბიელი „ბაიერნში“ ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით თამაშობდა, რომელსაც ვადა გაუვიდა და გერმანულმა გიგანტმა მისი გამოსყიდვა არ ისურვა. საინტერესოა, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებით, თავად ხამესის სურვილიც არ იყო მიუნხენში დარჩენა.

შედეგად, როდრიგესი „რეალს“ უბრუნდება, რომელსაც ეკუთვნის მისი სატრანსფერო უფლებები, თუმცა დროებით, რადგან „სამეფო კლუბს“ მის გაყიდვა უნდა. სამხრეთ ამერიკელ შემტევს ყველაზე აქტიურად „იუვენტუსს“, „ნაპოლისა“ და პსჟ-ს უკავშირებენ.

27 წლის ხამესმა „ბაიერნის“ რიგებში 67 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ორ-ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი, ერთხელ კი გერმანიის თასი.

0.118501