ფეხბურთი

20:03 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ქომაგების ვანდალიზმი "ევერტონის" სიმბოლო კოშკზე

ლივერპულში გუშინ განსაკუთრებული ზეიმი იყო და ჩემპიონთა ლიგის მოგება „წითლების“ ქომაგებმა სათანადოდ აღნიშნეს. თუმცა, დღეს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

„ლივერპულის“ რამდენიმე გულშემატკივარმა ვანდალური საქციელი ჩაიდინეს. „ევერტონის“ სიმბოლო კოშკს, Everton Lock-Up-ს თავს დაესხნენ და მასზე დააწერეს - 6. ექვსიანი რა თქმა უნდა, „ლივერპულის“ მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის რაოდენობას ასახავს.

ბუნებრივია, სოციალურ ქსელში „კანფეტების“ ქომაგებს ხსენებულ ფაქტზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.

0.101478