ფეხბურთი

20:57 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესის კოპა ამერიკაზე თამაშის საკითხი გაირკვა

კატალონიის „ბარსელონას“თავდამსხმელი ლუის სუარესი კოპა ამერიკაზე ითამაშებს. როგორც „ბარსელონას“ ვებგვერდი იტყობინება, ურუგვაელმა ფეხბურთელმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და ყველაფერი კარგადაა.

შედეგად, ლუისი ურუგვაის ნაკრებს შეკრებაზე შუერთდება და სამხრეთ ამერიკის მთავარ ტურნირზე „სელესტეს“ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 14 ივნისს დაიწყება, ხოლო ურუგვაი C ჯგუფში ეკვადორის, იაპონიისა და ჩილეს ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.115006