სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

14:36 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიხამინჯია: მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მაკედონიის ჩემპიონატი დაასრულა სახელბურთო კლუბმა სტრუგამ, რომელშიც საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე - გიორგი დიხამინჯია, ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია თამაშობენ. 3 ივნისიდან ჩვენი ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას იწყებს IHF ერთა ჩემპიონატის წინ.

პირველ ეტაპზე სტრუგამ, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტი იყო, მეექვსე ადგილი დაიკავა და საჩემპიონო ჯგუფში ვერ მოხვდა. პირველ ოთხეულს დაემატა ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი, ჩემპიონი კი, ტრადიციულად, ვარდარი გახდა. სტრუგამ ბრძოლა გააგრძელა 7-12 ადგილებისთვის, ამ ტურნირში ათიდან 9 მატჩი მოიგო, მხოლოდ ოჰრიდის კლუბს ჩამორჩა და საბოლოოოდ მერვე ადგილი დაიკავა.

გვესაუბრება გიორგი დიხამინჯია, რომელიც რეგულარული სეზონის შემდეგ ჟურნალისტთა, მწვრთნელთა და გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა შუამარბად დაასახელეს,

- სტრუგაში სამივეს კარგი სეზონი გვქონდა. არაერთხელ დაგვასახელეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში, თუმცა, ჯერ არ ვიცით, აქ გავაგრძელებთ კარიერას თუ არა. მე ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა და სანაკრებო ტურნირის შემდეგ გერმანიაში ვაპირებ სინჯებზე წასვლას.

კონტრაქტი დაუსრულდა რეზო ჭანტურიასაც, რომელიც მეორე წრეში, პელისტერიდან შემოგვიერთდა. რეზო მომავალში მწვრთნელობას აპირებს - შარშან მან პირველი კატეგორიის ლიცენზია მიიღო, წლეულს კი უკვე მეორე დონეზე სწავლობდა. არ ვიცი, დარჩება სტრუგაში თუ არა.

ლექსო წითელიშვილს კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტი, მაგრამ აქვს შემოთავაზებები ოჰრიდიდან და ასევე სხვა ქვეყნის ორი კლუბიდან. სამწუხაროდ სეზონი მან ტრავმით დაასრულა - საზარდული აწუხებს და 8-16 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში ალბათ ვერ დაგვეხმარება.

რაც შეეხება ნაკრების ახალ მწვრთნელს, სერბ ნიკოლა მაქსიმოვიჩს, მასთან აქამდე ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ დანიშვნის შემდეგ ტელეფონით სათითაოდ გვესაუბრა ნაკრების ყველა წევრს, გაგვაცნო თავისი სახელბურთო ხედვა და გეგმები. ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ, მით უფრო, რომ ეს ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპიცაა.

მაკედონიის სუპერლიგა. მეორე ეტაპი. 7-12 ადგილები. საბოლოო, 20/20 ტურის შემდეგ. 7. ოჰრიდი 54 ქულა – 8. სტრუგა 52 – 9. ვარდარ ჯუნიორი 30 - 10. რადოვიში 27 –- 11. პრილეპი 16 –– 12. ბორეცი 0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.14009
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X